From : Tea Tavidashvili <ttavidashvili@moh.gov.ge>
To : Nino Shubitidze <NShubitidze@sao.ge>
Subject : RE: აუდიტის ჯგუფისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია
Cc : Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Received On : 12.08.2020 09:37
Attachments :

მოგესალმებით, ქალბატონო ნინო,

 

პირველ რიგში ბოდიში პასუხის დაგვიანებისთვის, მაგრამ შევბულებაში ყოფნის გამო მეილი ვნახე გუშინ.

 

რაც შეეხება მოთხოვნილ ინფორმაციას:

1.      დაავადების იშვიათად აღიარება ხდება იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელიც მოწოდებულია „იშვიათი და გენეტიკური დაავადებების საქართველოს ფონდის მიერ“. (იხ. მიმაგრებული წერილი N5656307 03.06.14).

2.      რეფერალის ფარგლებში დაფინანსებული შემთხვევების შესახებ, ინფორმაციის მოძიების მიზნით, მივმართეთ ადმინასტრაციული დეპარტამენტის რეფერალის საორგანიზაციო სამმართველოს. მათ მიერ მომზადებული მასალა გადმოგეგზავნებათ რამდენიმე დღეში.

3.      N01-33/ო ბრძანების შესაბამისად, დაკონტრაქტებული/მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების მიერ განხორციელებული ინფუზიების რაოდენობისა და უარის თქმის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია სამინისტროსთვის არ არის მოწოდებული.

4.      როგორც შეხვედრაზეც აღვნიშნე,  იშვიათი დაავადებების ზოგადი სტატისტიკა, მისი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, არ არსებობს. როდესაც წერილი შემოდის, მივმართავთ ფონდს, რომელიც იძიებს კონკრეტული დაავადების შესახებ ინფორმაციას. რაც შეეხება ჰემოფილიით და სისხლის მემკვიდრული დაავადებების მქონე პაციენტების სტატისტიკას, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი პაციენტები ანტიჰემოფილური ფაქტორკონცენტრატების გარეშე პრაქტიკულად ვერ ცოცხლობენ, დიაგნოზის დასმისთანავე, პროგრამაში ჩართულია ყველა პაციენტი.  ასევე, მედიკამენტებით უზრუნველყოფის სხვა კომპონენტებში, თუ პაციენტს ექიმი უსვამს შესაბამის დიაგნოზს, პრაქტიკულად  ყველა პაციენტი ერთვება პროგრამაში. 

 

პატივისცემით,

თეა თავიდაშვილი

From: Nino Shubitidze [mailto:NShubitidze@sao.ge]
Sent: 11 August, 2020 16:32
To: giorgi chavchavadze; Tea Tavidashvili
Cc: Kakhaber Dzimistarishvili
Subject: FW:
აუდიტის ჯგუფისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია

 

მოგესალმებით,

 

 

შეგახსენებთ, რომ მოსაწოდებელი გაქვთ ქვევით დართული მეილით მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

 

გთხოვთ, უზრუნველყოთ დროული მოწოდება

 

From: Nino Shubitidze
Sent:
ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2020 11:38
To: giorgi chavchavadze; Tea Tavidashvili
Cc:
kdzimistarishvili@moh.gov.ge
Subject:
აუდიტის ჯგუფისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია

 

მოგესალმებით,

 

 

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების ხელმისაწვდომობის ეფექტიანობის აუდიტის ფარგლებში, გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 ივლისისა მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:

 

Ø  დაავადების იშვიათად აღიარების კრიტერიუმი - თუ არის დადგენილი კრიტერიუმ(ებ)ი რა შემთხვევაში აღიარდება დაავადება იშვიათად, მაგ. 2000 ადამიანიდან უნდა ჰქონდეს ერთს და ა.შ. (მოგვაწოდეთ შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი);

Ø  იშვიათი დაავადებების მქონე თითოეულ ბენეფიციარზე რეფერალური პროგრამის ფარგლებში 2017-2020 წლებში გაწეული ხარჯი და მომსახურება (მოგვაწოდეთ შესაბამისი ბაზა/დოკუმენტ(ებ)ი დეტალურად);

Ø  მინისტრის 2014 წლის 11 თებერვლის N01-33/ო ბრძანების დანართი N1 მე-8 მუხლით გათვალისწინებული 2017-2019 წლებში სამინისტროსთვის მოწოდებული ინფორმაცია. აღნიშნული მუხლის თანახმად, პროგრამის მიმწოდებელი, პროგრამული ანგარიშგების გარდა, კვარტალში ერთხელ სამინისტროს აწვდის ინფორმაციას დაკონტრაქტებული/მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების მიერ განხორციელებული ინფუზიების რაოდენობისა და უარის თქმის შემთხვევების შესახებ, სამედიცინო დაწესებულებებისა და პაციენტის საპასპორტო მონაცემების მითითებით.

 

ამასთან, გთხოვთ დაგვიდასტუროთ, ქვეყანაში თუ არსებობს იშვიათი დაავდებების, მათ შორის ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ პირთა სტატისტიკა. არსებობის შემთხვევაში მოგვაწოდეთ. დავაზუსტებთ, რომ სტატისტიკაში არ ვგულისხმობთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამაში.

 

 

მადლობა წინასწარ

 

 

პატივისცემით,

 

ნინო შუბითიძე

უფროსი აუდიტორი

 

cid:image001.jpg@01D52DCD.1CAC57E0

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტი

 

ქეთევან დედოფლის გამზირი N96

მობ:   +995 577 20 20 29

ელ.ფოსტა: nshubitidze@sao.ge

www.sao.ge