From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Nino Kvernadze <ninokvernadze@moh.gov.ge>; Lia Tavadze <ltavadze@moh.gov.ge>; Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge>
Subject : PHC Covid Management and Contact Tracing
Received On : 13.10.2020 06:12
Attachments :

ბატონო გია

ქალბატონო ეკა

 

კოვიდის მართვის პროცესში პირველადი ჯანდაცვის ქსელის მეტად აქტიური ჩართვის მიზნით მნიშვნელოვანია გაძლიერდეს დისტანციური-ონლაინ კომუნიკაციის და მეთვალყურეობის მექანიზმები. ბინაზე კოვიდის მართვის მოდელის გაძლიერების აუცილებლობა იხსნება შემდეგი ფაქტორებით:

       პაციენტების მზარდი რაოდენობის გამო პჯდ სისტემის გადატვირთვის საშიშროება

       კონტაქტების თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდში მათი სიმპტომების მონიტორინგი

პჯდ ონლაინ კონსულტაციიის სისტემასთან ერთად მნიშვნელოვანია ამოქმედდეს ერთ ლოკაციაში განთავსებული, რეგიონალური პრინციპით დაყოფილი, ვერტიკალური მართვის ქვეშ მოქცეული, რეზიდენტებით დაკომლექტებული, ჯგუფი. ჯგუფი უზრუნველყოფს დისტანციურად, პაციენტების მდგომარეობის სისტემატიურ და უფრო ეფექტურ   მონიტორინგს - პაციენტის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, სათანადო რეაგირებას  დაყოვნების გარეშე. ეს ჯგუფი დაემატება და შეავსებს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ოჯახის ექიმის ფუნქციებს. ცნობილია, რომ ექიმის მიერ გაწეული სატელეფონო კონსულტანცია არის საექმო მომსახურების სახე, რომელიც უნდა ჩაატაროს სერტიფიცირებულმა სპეციალისტმა. რეზიდენტების ჯგუფი შეასრულებს  (ა) „შუალედურ“ ფუნქციას პაციენტს და ოჯახის ექიმს შორის და (ბ) „მთავარ“ ფუნქციას კონტაქტირებული პირების სიმპტომების მონიტორინგისა და მათი შესაბამის სამსახურებში გადამისამართების კუთხით.

იხილეთ ქვემოთ მოდელის მუშაობის შემოთავაზებული სქემა განხილვისა და შემდგომი დამუშავებისთვის. გთხოვთ იხილოთ თანდართული პრეზენტაცია სადაც აღწერილია საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსი. გთხოვთ დაამუშავოთ საკითხი და მოამზადოთ მოხსენებითი ბარათი მინისტრის სახელზე, რათა მისი თანხმობით მივმართოთ მსოფლიო ბანკის პროექტს კომოიუტერების, სერვერისა და სხვ. ხარჯების დაფარვის თხოვნით. გთხოვთ მისცეთ მსვლელობა უმოკლეს ვადაში.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0