| From : | Irina Grdzelidze <secretary@georgia-ccm.ge> |
| To : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; tmeliqidze@yahoo.com |
| Subject : | Letter to CCM/NCDC |
| Cc : | Natia Khonelidze <admin@georgia-ccm.ge> |
| Received On : | 24.09.2020 07:44 |
| Attachments : |
მოგესალმებით ქალბატონო ეკა, ქალბატონო თამარ,
მე გახლავართ ირინა გრძელიძე, საკოორდინაციო საბჭოს (CCM), აღმასრულებელი მდივანი. გაცნობებთ, რომ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წერილით მომართა ბატონმა კახა კვაშილავამ, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა. წერილი ეხება ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას (2020 წლის 8 სექტემბრის #01-101/ნ), რომლის მიხედვითაც შესაბამისი ბრძანებიდან ამოღებული იქნა მუხლი, რომელიც პანდემიის და ეპიდემიის პირობებში იძლეოდა ჩამნაცვლებელი პრეპარატის 5 დღის ულუფის გაცემის შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე იქმნება საკონსულტაციო, სამუშაო ჯგუფი, საკითხზე მსჯელობისა და რისკების გათვალისწინებით რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
გაცნობებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გავიარეთ წინასწარი კონსულტაციები ქალბატონ თამარ გაბუნიასთან და მოგმართავთ თხოვნით ჩაერთოთ ჯგუფის მუშაობაში.
სამუშაო პროცესთან დაკავშირებით დეტალებს გაცნობებთ მოგვიანებით.
პატივისცემით,
ირინა გრძელიძე
საბჭოს სამდივნო