| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Nino Nijaradze <nnijaradze@gmail.com>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge> |
| Subject : | Immediate solutions needed- Batumi |
| Cc : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; etikaradze@yahoo.de; tmeliqidze@yahoo.com; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge>; Khatuna Zakhashvili <episurvncdc@gmail.com>; pimnadze@ncdc.ge; Irma Khonelidze <ikhonelidze@gmail.com>; Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>; Vladimer Getia <khgetia@gmail.com> |
| Received On : | 25.09.2020 10:09 |
| Attachments : |
ძვირფასო კოლეგებო
მოგესალმებით ბათუმიდან, ადგილზე იკვეთება შემდეგი გადასწყვეტი საკითხები. გთხოვთ განიხილოთ და იმსჯელოთ/მისცეთ მსვლელობა შესაძლო გადაწვეტებს თქვენი კომპეტენციის ფარგლებში:
1. გამოჯანმრთელების დადასტურება და გამოჯანმრთელებული პირების მოხსნა მეთვალყურეობიდან.
ბინაზე მყოფი პირების იდენტიფიცირება, რომელსაც დიაგნოზის დადასტურებიდან შეუსრულდა 10 დღე. ამისთვის ვთხოვოთ 112-ს მეთვალყურეობაზე მყოფი პირების ნუსხა, ხოლო დაავადებათა კონტროლის ცენტრს ბინაზე მყოფი პირების ნუსხა ტესტის აღების თარიღით. ვფიქრობ ათვლა დავიწყოთ ტესტის აღების თარიღიდან, რადგან დიაგნოზის დადგენიდან ტესტის აღებამდე მოლოდინის პერიოდი არის რამდენიმე დღე და მათი გათვალისიწნება დაავადებების მიმდინარეობის ხანგრძლივობის შეფასებაში მნიშვნელოვანია.
გამოჯანმრთელების კრიტერიუმია მეათე დღეს ტესტი, რომელიც არის უარყოფითი. შევა ეს ცვლილება გაიდლაინში.
ონლაინ კლინიკები მზად არიან უზრუნველყონ ტესტების აღება ბინაზე იმ პირებისთვის, ვისაც გადაუცდათ მეათე დღე- მხოლოდ ბათუმის ფარგლებში.
ბათუმს გარეთ მყოფი პაციენტების სია ტესტირებისთვის გადაეცემა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებს.
2. 112 ონლაინ კლინიკების ექიმებს სჭირდებათ წვდომა მათი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირების ტესტირების პასუხებთან - ამიტომ იქნებ 112-ის სისტემას დაცაკავშიროთ ტესტების ბაზა, რომ ოჯახის ექიმი ტესტირების სტატუსს და შედეგს ხედავდეს.
3. ოჯახის ექიმებსა და ეპიდემიოლოგებს შორის გასამართია კავშირები. თუ ოჯახის 1 წევრია დადასტურებული და არ აქვს სიმპტომები, შეიძლება მისი დატოვება ბინაზე, როგორ უნდა მოხდეს ოჯახის სხვა წევრების მართვა- დეტალური ინსტრუქცია გვჭირდება.
4. ცხელების ტრიაჟის დაჩქარება არაკოვიდ და კოვიდ კლინიკებში - ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენებით. ცხელების საწოლფონდი ლიმიტირებულია და ასევე მნიშვნელოვანია მძიმე პაციენტების დროული ტრიაჟი (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიალიზის და ბევრ სხვა შემთხვევაში).
სწრაფი ანტიგენ ტესტით ცხელებიანი პაციენტების შემოწმება, თუ დადებითია დარჩება კოვიდ კლინიკაში და იქ დაელოდება პასუხს, თუ უარყოფითია გადავიყვანთ სიმძიმის მიხედვით ცხელების სასტუმროში ან სხვა მრავალპროფილურ კლინიკაში.
დღეში საშუალოდ დასჭირდებათ 600 ტესტი. გამოვიყენოთ 1 კვირა მაინც ვიდრეPCR ტესტირების ბრუნვა დაუბრუნდება 24 საათს.
გთხოვთ თქვენს პოზიციას.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister