From : Mariam Tokhadze <m.tokhadze@gcsd.org.ge>
To : Georgian Center for Strategy and Development GCSD <gcsd@gcsd.org.ge>
Subject : GCSD ტრენინგი ძალადობრივი ექსტრემიზმი და რადიკალიზაცია
Cc : Giorgi Goguadze <g.goguadze@gcsd.org.ge>; Levan Dolidze <dolidze@gcsd.org.ge>
Received On : 24.08.2020 09:52

მოგესალმებით, 

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება. პროექტის ერთ-ერთი ბენეფიციარია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და მონიტორინგის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში კომისია). 

GCSD იწყებს კომისიისთვის დაგეგმილი ტრენინგების ციკლს.  

ამ აქტივობის ფარგლებში პირველი ტრენინგი დაგეგმილია 2020 წლის 26-27 სექტემბერს. გთხოვთ, აღნიშნული თარიღი მიიღოთ მხედველობაში სამუშაო პროცესის დაგეგმვისას. 
მოწვევის ოფიცალური წერილი გამოიგზავნება უწყებებშიც. გთხოვთ მონაწილეობა დაგვიდასტუროთ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 18 სექტემბრისა. 

დამატებით ინფორმაციას ტრენინგის ადგილსა და დღის წესრიგთან დაკავშირებით მოგაწვდით უახლოეს მომავალში. 
GCSD უზრუნველყოფს მონაწილეთა განთავსების, კვების და ტრანსპორტირების ხარჯებს. 

მოგვმართეთ შეკითხვების და/ან დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში.

პატივისცემით, 
მარიამ თოხაძე 
Georgian Center for Strategy  and Development
6  D. Mirtskhulava Ave. 0176, Tbilisi,Georgia  
URL:  www.gcsd.org.ge
Cell: +995 577 101 177