| From : | Nia Giuashvili <ngiuashvili@gmail.com> |
| To : | eadamia@moh.gov.ge |
| Subject : | Fwd: UNDP ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის |
| Received On : | 26.08.2020 13:16 |
| Attachments : |
ქალბატონო ნია,
როგორც ვისაუბრეთ, გიგზავნით იმ საკითხების ჩამონათვალს, რომელზეც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ისურვეს ტრენინგის ორგანიზება:
|
ტრენინგის სფერო |
ტრენინგის საკითხები |
მსურველთა რაოდენობა |
ჯგუფების რაოდენობა |
მუნიციპალიტეტები |
|
მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის საკითხები |
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ორგანიზაციის საქმიანობის კოორდინაცია; ორგანიზაციის მართვა |
14 |
1 |
ბოლნისი, მარნეული, თიანეთი, მცხეთა |
|
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობა; ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში ადგილობრივი მნიშვნელობის სტრატეგიისა და მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მენეჯმენტი |
15 |
1 |
ბოლნისი, დმანისი, თიანეთი, მცხეთა, ქუთაისი, წალკა |
ბუნებრივია, საკითხების ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და თუ, თქვენი აზრით, დამატებით საჭიროა კიდევ რომელიმე თემის მოცვა, შეგიძლიათ დაამატოთ.
თქვენგან დაველოდები რამდენად მისაღებია თქვენთვის ამ საკითხებზე ტრენინგის ჩატარება, საჭიროა თუ არა დამატებით მეორე ტრენერის ჩართვაც, რამდენი დღე/საათი დასჭირდება ტრენინგს და ასევე თქვენთვის მისაღებ პერიოდს. ჩვენთვის სასურველია სექტემბრის მეორე ნახევარში ჩავატაროთ ეს ტრენინგი. ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტრენინგი ჩატარდება სამუშაო დღეებში და არა შაბათ-კვირას.
რაც შეეხება ადგილს - ტრენინგი ჩატარდება ქალაქგარეთ, სავარაუდოდ ბორჯომის ან კახეთის რომელიმე სასტუმროში. სასტუმროში განთავსების და კვების ხარჯებს ჩვენ დავფარავთ.
სასურველია ტრენინგზე გამოყენებული იყოს პრე და პოსტ ტესტები, რომ ვნახოთ რეალურად რა ისწავლეს ტრენინგის მონაწილეებმა. ასევე, ტრენინგის დასრულების შემდეგ უნდა წარმოგვიდგინოთ მოკლე ანგარიში ჩვენს მიერ მოწოდებულ ფორმაში (იხ. თანდართული დოკუმენტები).
ანაზღაურებას რაც შეეხება, გთხოვთ, მომწეროთ ტრენინგისთვის თქვენი დღიური ანაზღაურების ოდენობა დოლარში ან ლარში, როგორც გირჩევნიათ. გადარიცხვა განხორციელდება მხოლოდ ლარში. ანაზღაურება დაიანგარიშება შემდეგნაირად - ტრენინგის დღეები+1 მოსამზადებელი დღე.
როგორც გითხარით, ანაზღაურება სასურველია რომ მოხდეს ინვოისის საფუძველზე. თუ თქვენ თავად არ ხართ რეგისტრირებული გადამხდელად, შეგიძლიათ, რომ ინვოისი წარმოადგინოთ ორგანიზაციის მიერ, მაგალითად, უნივერსიტეტი, არასამთავრობო ორგანიზაცია ან კომპანია. ამ საკითხზე დამატებით დავილაპარაკოთ, რამდენად გექნებათ შესაძლებლობა, რომ წარმოადგინოთ ასეთი ინვოისი.
ზოგადად, ამ ტრენინგის გარდა, NCDC-სა და თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის საკითხებზეც შეგვიძლია დავილაპარაკოთ, რა საჭიროებები არსებობს და რამდენად შევძლებთ ჩვენც ჩართვას.
პატივისცემით,
ანა
|
|