Date: Tue, 1 Sep 2020 08:15:39 +0000
Subject: ავიგანით მკურნალობის შესახებ
ირინა, გიგზავნით ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვის გაიდლაინს
ფავიპირავირი (ავიგანი) ინიშნება შემდეგი სქემით - 200 მგ. მოზრდილებში - 8 ტაბლეტი დღეში ორჯერ მკურნალობის პირველ დღეს, ხოლო 3 ტაბლეტი დღეში ორჯერ მომდევნო 4 დღის განმავლობაში.
ფავიპირავირი (ავიგანი) ტერატოგენული ეფექტის გამო წინააღმდეგ ნაჩვენებია ორსულ ქალებში. მედიკამენტი არ ინიშნება პედიატრიულ პაციენტებში.
გვერდითი მოვლენებიდან შესაძლოა განვითარდეს: ალერგიული რეაქციები, ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას, γ-გტ-ს, ბილირუბინის, შარდმჟავას, ტრიგლიცერიდების დონის მატება; აგრეთვე დიარეა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ლეიკოპენია, ნეიტროპენია და სხვ.
პატივისცემით,
ალისა წულაძე
ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველო
პოლიტიკის დეპარტამენტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
+995-32-2-51-00-26 ext 1125
Best regards,
Alisa Tsuladze, MPH
Health Policy Division
Policy Department
Ministry of Internally Displaced persons from
Occupied Territories, Labor, Health and Social Affairs of Georgia