| From : | Maia Tsereteli <mtsereteli2002@yahoo.com> |
| To : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Subject : | Fw: ჰეპატიტის ელიმინაციის მე-7 ეროვნული სამუშაო შეხვედრა -15-16 ოქტომბერი |
| Received On : | 12.10.2020 09:51 |
| Attachments : |
პატივცემულო კოლეგებო,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელით, ასევე აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მხარდაჭერით, გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ C ჰეპატიტის ელიმინაციის მე-7 ეროვნული სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება ა.წ 15-16 ოქტომბერს, ქ. თელავში სასტუმრო „ესკიზში“.
სამუშაო შეხვედრის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს „EASL“ ღვიძლის საერთაშორისო ფონდი და საერთაშორისო ორგანიზაცია „FIND“.
16 ოქტომბერს, თბილისის დროით 15:30 საათიდან 18:00-მდე ჩატარდება ვირტუალური სესია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი პარტნიორები და საერთაშორისო ექსპერტები. მთავარი განხილვის თემა იქნება 2021-2025 წლების C ჰეპატიტის ელიმინაციის ახალი სტრატეგიული გეგმა, რომელიც დაეფუძნება ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფის 2019 წლის რეკომენდაციებს, მათ შორის, B ჰეპატიტის ელიმინაციის და საყოველთაო ჯანდაცვაში შესაძლო ინტეგრაციის შესახებ.
თითოელი სტრატეგიული მიმართულების ხელმძღვანელს გთხოვთ, წინასწარ უპასუხოთ სტრატეგიულ დოკუმენტში მითითებულ კომენტარებს; ასევე, 12 ოქტომბერს, გამოგვიგზავნოთ აღნიშნული დოკუმენტი თქვენი კომენტარით და პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე, ვირტუალურ სესიაზე წარსადგენად (არაუმეტეს 10 სლაიდისა, ძირითად საკითხებზე ყურადღების გამახვილებით).
თანდართული ფაილებით გიგზავნით შემდეგ დოკუმენტებს:
· საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის 2020-2025 წლისთვის სტრატეგიის სამუშაო ვერსია, რომელიც შემუშავდა აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრეევენციის ცენტრების ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების მიერ,
· TAG 2018-2019 წლების რეკომენდაციები,
· დღის წესრიგის სამუშაო ვარიანტი.
გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა 12 ოქტომბრამდე.
საორგანიზაციო კომიტეტის სახელით წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის.
პატივისცემით,
მაია წერეთელი
National Center for Disease Control and Public Health (NCDC)