ბატონო ზაზა!
მოგახსენებთ, რომ ბაღდათის ,,ჯეოჰოსპიტალს" - ის კლინიკაში არსებული ტუბკაბინეტი ძალიან მცირე ფართში ფუნქციონირებდა. ორ 10,5 მ/კვ.მ და 4,5კვ.მ. -იან ოთახებში, თუმცა იყო იზოლირებული შესასვლელით და შენობის დანარჩენი ნაწილისგან იზოლირებული.
ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, კლინიკაში რამოდენიმე დღეა დაიწყო სარეკონსტრუქციო სარემონტო სამუშაოები. ტუბკაბინეტის 4,5 კვ.მ-იან შესასვლელს დამატებით გაუკეთდა სამი კარი, ხოლო 10,5 კვ.მ კაბინეტის ფართში გაკეთდა 2,25 კვ.მ -იანი სველი წერტილი ანუ ტუბკაბინეტმა უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება საერთო შესასვლელიან 8,2 კვ.მ ფართის კაბინეტში, სადაც უბრალოდ წარმოუდგენელია როგორ უნდა მოხდეს პაციენტის მიღება DOT-ის ჩატარება და ა. შ. მოიშალა აგრეთვე
USAID მიერ გაკეთებული ტუბკაბინეტისთვის იზოლირებული სავენტილაციო სისტემა, თუმცა შეხვედრისას მითხრეს ჩაერთვება ერთიან სავენტილაციო ქსელში.
მე შევხვდი ადგილობრივ მენეჯერს, ვესაუბრე და აუხსენი, რომ ტუბკაბინეტის ასეთი შევიწროება პრობლემატურია, რაზეც მან მიპაუსხა რომ არაფრის შეცვლა არ შეძლია და რომ სათაო დაწესებულების განკარგულებით კეთდება ყველაფერი.
გთხოვთ დააყენოთ ეს საკითხი სათანადო დონეზე, რათა ტუბკაბინეტი უზრუნველყონ შესაბამისის სამუშაო პირობებით. მეტი თვალსაჩინოებისთვის გიგზავნით ჩემს მიერ შედგენილ ნახაზს.
პატივისცემით,
თამარ ჯანელიძე
შპს ლჯ და კომპანია-დასავლეთ
საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ
პათოლოგიათა ცენტრის დეპარტამენტის უფროსი
მისამართი:
ქუთაისი, პ.ჩხობაძის ქ. №20
ტელ: (0431) 311 222
მობ: (+995) 595 77 98 85