From : Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge>
To : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Subject : Freestyle Libre
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Received On : 19.08.2020 16:43

ეკა,


შეპირებისამებრ, გწერ ინფორმაციას სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგის აპარატის (Freestyle Libre) შესახებ.


ამ ეტაპზე მისი საბაზრო ღირებულება შეადგენს 150 ევროს, ხოლო 1 თვეში საჭირო სენსორების ღირებულება კი დაახლოებით 100 ევროა.


როგორც ცნობილია ამ ეტაპზე აღნიშნული პროდუქტი ქვეყანაში არ არის რეგისტრირებული, შესაბამისად დიაბეტის დიაგნოზის მქონე პირებს არ აქვთ მასზე ხელმისაწვდომობა, რის შესახებაც რამდეჯერმე მოგვმართეს ბოლო 1 წლის განმავლობაში, თუმცა მათი დახმარება სამინისტრომ სამწუხაროდ, ვერ შესძლო.


ამასთან, რამდენიმე დღის წინ სამინისტროში შესდგა შეხვედრა ჩვენსა და პაციენტის მშობელს, ასევე, ბავშვთა ენდოკრინოლოგ ეკა ფაცაციას შორის.  მათი ინფორმაციით, ლონდონში მოღვაწე საქართველოს მოქალაქემ აღნიშნული პროდუქტის მწარმოებელთან (Abbott) განიხილა აღნიშნული პრობლემის გადაჭრის საკითხი და აღმოჩნდა, რომ კომპანია მზადაა, განიხილოს საქართველოს ბაზარზე პროდუქტის რეგისტრაციის თემა, იმ შემთხვევაში თუ პრობლემის გადაჭრა ჯანდაცვის სამინისტროს ინტერესშია.


შესაბამისად, სამინისტროს მიერ კომპანიის სახელზე მომზადდა და აიტვირთა შესაბამისი შინაარსის წერილი, რის საპასუხოდაც გვაქვს დადებითი მოლოდინები როგორც აპარატის რეგისტრაციის, ასევე, მისი შედარებით დაბალი ღირებულებით შესყიდვის მიმართულებით.


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, აპარატების ღირებულების თანხა გათვალისწინებული იყოს წინასწარ, საბიუჯეტო დოკუმენტში. 


გიგზავნი სავარაუდო გათვლებს: 


150X1300(18 წლამდე პირი)=195 000 ევრო;

100X12(თვე)=1200 ევრო;

1200X1300=1,560,000 ევრო;

1,560,000+195,000=1,755,000ევროX3,5(ევროს კურსი)=6,142,500ლარი.


(თანხა მოცემულია 1300  18 წლამდე პირზე გადანაწილებით).


თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ქვეყანაში აპარატის რეგისტრაციის შემთხვევაში თანხა იქნება შედარებით ნაკლები.


​აქვე აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის მოწყობილობის სხვა მწარმოებელთან მოლაპარაკებისას პროდუქტის წლიურმა ღირებულებამ შეადგინა ორმაგი, 12,000,000 ლარზე მეტი. 


პატივისცემით, 

გვანცა გასვიანი
პოლიტიკის დეპარტამენტი,
ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველო,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევვნილთა, შრომის, 
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
აკ.წერეთლის 144.  0119. ქ.თბილისი, საქართველო.
(+995) 557 119 100; (+995) 32 510038 1116.

Sincerely,

Gvantsa Gasviani.
Policy Department,
Healthcare Policy Division,
Ministry of  Health of Georgia.
144 Ak. Tsereteli Av. 0119. Tbilisi, Georgia.
(+995) 557 119 100; (+995) 32 510038 1116.