From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : FW: BMJ CDS პროექტის სტატუსი
Cc : giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Elene Godziashvili <E.Godziashvili@ncdc.ge>
Received On : 09.07.2020 15:01
Attachments :

ქალბატონო თამარ,

 

COVID-19 პანდემიის პირობებში ინფექციის გავრცელების შეკავების მიზნით საქართველოს მიერ განხორციელებული და წარმატებულად მართული  ღონისძიებების ფონზე, როგორც მოგეხსენებათ, სხვადასხვა საერთაშორისო დონორი და პარტნიორული ორგანიზაცია გვთავაზობს ტექნიკურ დახმარებას ჯანდაცვის სისტემის სიმძლავრეების კიდევ უფრო განსავითარებლად და შესაძლო მეორე ტალღისთვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად.

 

აღნიშნული წერილით, მსურს თქვენი ყურადღება მივიქციო საქართველოს ჯანდაცვის სისტემის საიმედო პარტნიორის, ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალის BMJ-ის პროექტთან მიმართებაში სამომავლო აქტივობების ინიცირების შესახებ, თუ რამდენად შეგვიძლია ბრიტანელი კოლეგების მხარდაჭერით კლინიკური მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო მეტი სასარგებლო რესურსის უზრუნველყოფა და ამ ამოცანის განსახორციელებლად სამინისტროს მხარდაჭერა უშუალოდ თქვენი ხელმძღვანელობით ძალზე მნიშვნელოვანია.

 

წერილს თან ვურთავ BMJ Best Practice COVID-19 სახელმძღვანელოს ინგლისურ ვერსიას, რომელიც სასარგებლო რესურსია პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების გადამზადებისთვის. აღნიშნული სახელმძღვანელოს ქართულად თარგმნილი ვერსია BMJ-ის ჯგუფის მიერ დასრულებული იქნება 10 დღის ვადაში და მოგვიანებით მასაც წარმოგიდგენთ.     

 

წერილში ძალიან მოკლე ანგარიშის სახით გიზიარებთ BMJ-ის პროექტის ამჟამინდელი აქტივობებისა და თანამშრომლობის შესაძლო გაფართოებისა და გაღრმავების შესახებ ჩვენს მოსაზრებებს.

 

BMJ -სა და ქართული მხარის ერთობლივი მოღვაწეობა კლინიკური გადაწყვეტილების მხარდაჭერის ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია. ამ პროექტის ფარგლებში 2000-ზე მეტ ქართველ ექიმს აქვს წვდომა უახლეს საუკეთესო სამედიცინო მტკიცებულებებზე. BMJ-ს რესურსები დაედო საფუძვლად, პირველად ჯანდაცვაში COVID-19 ინფექციის მართვის, დისტანციური კონსულტაციისა და ბინაზე მართვის ეროვნულ პროტოკოლებს. ჩეხეთის კარიტასის შესაბამის პროექტთან თანამშრომლობით 1000-ზე მეტ სოფლის ექიმთან მოხდა რესურსების გაცნობა. ჩატარდა ვებინარები ქართულ და ინგლისურ ენებზე ქართველი ექიმებისთვის რესურსების დემონსტრაციისთვის.   

 

ჩვენი გადასახედიდან რეკომენდებულია შემდგომი ნაბიჯები:

1) დამატებით 2902 ექიმის რეგისტრაცია 2020 წლის ბოლომდე (მემორანდუმის ფარგლებში):

არსებული შეთანხმებით როგორც სამინისტროს, ისევე დონორის პრიორიტეტად ითვლება სახელმწიფო სექტორი და პირველად ჯანდაცვა. თუმცა მოთხოვნილი ლიმიტების ათვისება საკმაოდ დაბალია: გადაუდებელი სიტუაციების სააგენტომ სასწრაფოს და სოფლის ექიმებისთვის 1500 ექიმის ლიმიტი ითხოვა და ამჟამად მხოლოდ 385 ექიმია დარეგისტრირებული. იგივე სიტუაცია გახლავთ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში, სადაც 300 ექიმიდან დარეგისტრირებულია ჯერჯერობით მხოლოდ 86. სასურველია, განისაზღვროს სტრატეგია, თუ სად მოხდეს ამ უფასო ლიცენზიების განაწილება და პოტენციურმა ბენეფიციარებმა ეს ინფორმაცია მიიღონ. განსაკუთრებით ჭირს რეგიონებში მცირე პჯდ კლინიკებამდე ინფორმაციის მიწოდება. წინა ეტაპზე ამ პროცესში რეგიონების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები ახორციელებდნენ. სასურველია, თუ სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდება ინფორმაცია პირველადი ჯანდაცვის კლინიკებისთვის ამ შესაძლებლობის შესახებ.

 

2) BMJ სამუშაო ჯგუფის მუშაობის გააქტივება

როგორც მოგეხსენებათ, ეს ჯგუფი 2015 წელს შეიქმნა მინისტრის ბრძანებით და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წარმოადგენს მის ოფიციალურ სამდივნოს. ბოლო შეხვედრა 2019 წლის ნოემბერში შედგა. თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით შეიძლება სასურველი იყოს BMJ-ს ცენტრალურ გუნდთან ვირტუალური შეხვედრის მოწყობა პროექტის აქტივობების ეროვნულ პრიორეტეტებთან დაახლოების გზით. 

 

3) ქართული თარგმანის შენარჩუნება, პროექტის მეორე ფაზის პირობებით, 2021-2022 წლებში ქართული თარგმანის შენარჩუნებისთვის მოსაძიებელია 218,738 აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთვევავში BMJ-ის ქართულენოვანი პლატმორმა (BMJ-ის საკუთრება) ვეღარ განახლდება ახალი კალენდარული წლის შედეგ და საქართველო დაკარგავს მისი მოხმარების შესაძლებლობას. შორეული მიზანი რა თქმა უნდა ქართველ ექიმებში ინგლისური ენის ცოდნის გაძლიერებაა, თუმცა ამ ეტაპზე ექიმებისთვის ამ რესურსის რამდენიმე წლით შენარჩუნება სასურველი იქნებოდა.

 

COVID-19 პანდემიამ შეაფერხა BMJ-ის საკოორდინაციო ჯგუფის რეგულარული შეხვედრები და სასურველია, განახლდეს აქტივობები და თქვენი ხელმძღვანელობით დაიგეგმოს ჯგუფის მორიგი შეხვედრა, სადაც განვიხილავთ ზემოაღნიშნულ საკითხებს და მაქსიმალურად გამოვიყენებთ DTRA-ს და BMJ-ის მხარდაჭერით შემოთავაზებულ რესურსებს.

 

პატივისცემით,

 

ამირანი

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198

ტელ.: +995 32 2192599

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

Description: NCDC logo3