| From : | Marine Baidauri <mbaidauri@moh.gov.ge> |
| To : | info <info@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: 385 დადგენილება- სანებართვო პირობები |
| Cc : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Received On : | 26.08.2020 06:32 |
გთხოვთ, დაარეგისტრიროთ დეს-ში.
პატივისცემით,
მარინე ბაიდაური
From: alexander aladashvili [mailto:alexalad@yahoo.com]
Sent: 25 August, 2020 20:46
To: Marine Baidauri
Subject: Re: 385 დადგენილება- სანებართვო პირობები
ქ-ნო მარინე
გიგზავნით პასუხს თქვენ მიერ დასმულ კითხვაზე.
შესაბამის საერთაშორისოდ აღიარებული მოთხოვნილებების თანახმად, პაციენტების მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, ინვაზიური კარდიო-ვასკულური პროცედურები, როგორებიცაა: კორონარული ინტერვენციები, გულის ( აორტული, მიტრალური ან სხვა) სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაცია, მარცხენა წინაგულის ყურის ოკლუდერის ჩაყენება, აგრეთვე აორტის ენდოპროთეზირება, უნდა ჩატარდეს მხოლოდ თანამედროვე სტაციონარული ტიპის ანგიოკარდიუგრაფიული დანადგარის (რენტგენის მილაკის სიმძლავრე არანაკლები 80 KW ) გამოყენებით, მიუხედავად იმისა თუ სად ტარდება ამგვარი პროცედურები - გულის კათეტერიზაციის ლაბორატორიაში თუ ე.წ. „ჰიბრიდულ“ საოპერაციოში.
პორტატული მობილური რენტგენდანადგარებს („ C-arm) გააჩნიათ რეკომენდირებულზე დაბალი სიმძლავრის რენტგენის მილაკები. ამის გამო, გულზე და აორტაზე ზემოთ მითითებული ინვაზიური პროცედურების ჩატარების შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი პაციენტის მომსახურების ხარისხი და უსაფრთხოება.
პატივისცემით
ა. ალადაშვილი
გ. ჩაფიზის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი
On Tuesday, 25 August 2020, 18:25:49 GMT+4, Marine Baidauri
მოგსალმებით ბატონო ალეკო,
გიგზავნით სტაციონარის სანებართვო პირობების დოკუმენტს, რომელშიც კარდიოქირურგიის თავი ცისფრადაა მონიშნული, ხოლო „ჰიბრიდულ“ საოპერაციოსთან დაკავშირებული ჩანაწერი ყვითლად.
ჩვენი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში:
შესაძლებელია, თუ არა ამ ჩანაწერით განსაზღვრულ „ჰიბრიდულ“ საოპერაციოში მობილური ანგიოკათეტერიზაციის აპარატის გამოყენება?
წინასწარ დიდი მადლობა.
პატივისცემით,
მარინე ბაიდაური
Marine Baidauri
Chief Specialist
Health policy Division of Policy Department
Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied
Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia
144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia
Cell phone: +995 591103061
E-mail: mbaidauri@moh.gov.ge