| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | info <info@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები |
| Cc : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Tamar Meliqidze <tmeliqidze@yahoo.com>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge> |
| Received On : | 15.09.2020 13:29 |
გთხოვთ დაარეგისტრიროთ!
From: Irma Khonelidze [mailto:I.khonelidze@ncdc.ge]
Sent: 15 September, 2020 17:02
To: Tamar Gabunia
Cc: Amiran Gamkrelidze
Subject: ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები
ქალბატონო თამარ,
თანდართულ წერილთან დაკავშირებით:
ზიანის შემცირების ქსელის ბენეფიციარების მხრიდან ფიქსირდება წუხილი მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში შეტანილი ცვლილების გამო (მინისტრის ბრძანება კოვიდ-19-ის გავრცელების საწყის ეტაპზე მიღებული მეთადონის 5 დღის დოზის გაცემის წესის ცვლილების შესახებ და კვლავ ყოველდღიური დოზის მიღების წესზე დაბრუნების შესახებ) ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბენეფიცირთა ნაწილს, რომლებსაც მიწოდებული აქვთ 5 დღიანი დოზა, მომდევნო ორი -სამი დღე ექნებათ საკმარისი მარაგი, მაგრამ კვირის ბოლოს მოსალოდნელია რიგები. მოგეხსენებათ, აღნიშნული კონტიგენტში დისტანციის დაცვა და ნიღბების ტარების პრაქტიკა ძალიან რთული დასაცავია.
კოვიდ-19 შემთხვევების მზარდი ტენდენციის პირობებში, გაზრდილი ეპიდემიოლოგიური საფრთხის გათვალისწინებით, რთული იქნება აღნიშნულ კონტიგენტში ინფექციის გავრცელების კონტროლი, მით უფრო, რომ ცენტრების მეტ წილში 200-დან 500-მდე ბენეფიციარია მიმაგრებული. გაზრდილი საფრთხე ექმნება მომსახურე მედპერსონალსაც, რომელთა დაავადების შემთვევაში ცალკეული ცენტრები შესაძლებელია დახურვის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ.
მოგეხსენებათ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის პაციენტებს ბევრი თანმხლები დაავადებაც აქვთ, მათ შორის აივ ინფექცია, ვირუსული ჰეპატიტები, ტუბერკულოზი და თავისთავად კოვიდ-19-ის გავრცელების შემთვევაში ამ პოპულაციაში დაავადების მართვა რთული იქნება.
პრობლემის არასწორი კომუნიკაციის რისკიც მაღალია, რამაც შესაძლოა საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს თავად ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამას.
ვფიქრობთ, შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის პირობებში მნიშვნელოვანია განიხილოთ 5 დღის დოზის ბინაზე გატანების პრაქტიკის შენარჩუნების საკითხი.
პატივისცემით,
ირმა
From: Paatas [mailto:paatas@gmail.com]
Sent: Monday, September 14, 2020 4:56 PM
To: Amiran Gamkrelidze; tgabunia@moh.gov.ge
Subject: ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები
მოგესალმებით ქალბატონო თამარ, ბატონო ამირან,
უპირველეს ყოვლისა, მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და ამ ბოლო დღეების კრიზისთან ეფექტური გამკლავება. გადავწყვიტე პირდაპირ მომეწერა, რადგანაც, როგორც მესმის დრო გადამწყვეტ როლს თამაშობს შექმნილ სიტუაციაში.
ჩანაცვლების პროგრამის სხვა პაციენტებისგან (მე თვითონ აპროლიდან პროგრამის მონაწილე ვარ) შევიტყვე რომ ბრძანებაა მომზადებული მინისტრის სახელზე, რომლის ხელმიწერისთანავე შეწყდება პრეპარატის ხელზე გაცემა.
მოგახსენებთ, რომ თვითონ ეს დღეები მიწევს სიარული, რადგან დოზა არ მყოფნიდა და მომატებისთვის 10 დღე სიარული სავალდებულოა. ეს რამდენიმე დღე, რაც ეპიდემიოლოგიური სურათი მკვეგრად გაუარესდა, ფეხაკრეფით დავდივარ პროგრამაში რო რამეს სადმე არ შევეხო. ყველა ზალიან დაძაბულია და ამ დროს პრეპარატის გაცემის შეჩერება გამოიწვევს სასწაულ სურათს. ისედაც ძლივს ხდება როგების გაკონტროლება და მერე წარმოდგენაც არ მინდა 6-ჯერ მეტი ადამიანი იმ როგებში რამდენ ხანში მოგვცემს კლასტერს.
მე პირადად მომიწევს აბსტინენციას დავთანხმდე ოღონდ კიდევ იზოლაციაში მოხვედრა არ იყოს საჭირო.
მესმის, რომ ბევრმა
პაციენტმა რეჟიმი დაარღვია და ისიც გასაგებია, რომ წინასაარჩევნოდ არავის აწყობს არაპოპულარული თემები რომ შემოუტრიალონ. თუმცა მინდა გულიტადად გთხოვოთ დაფიქრდეთ, რას გამოიწვევს ამ პროგრამის პაციენტებში ეპიდემიის აფეთქება. რამდენს თანმდევი პრობლემები აქვთ, შეიძლიათ წარმოიდგონოთ კოვიდის ტვირთი ამ პოპულაციაში.
იმედი მაქვს თქვენი ამ საკითხებში დაგროვილი გამოცდილების და მტკიცებულებითი პოლიტიკის მიმართ თქვენი ერთგულების.
ძალიან გთხოვთ, იქნებ რამენაირად ზეგავლენა მოახდინოთ, რომ
ეს კატასტროფული ცვლილება არ მოხდეს ამ კრიტიკულ დროს.
ამას გწერთ არამხოლოდ საკუთარი, არამედ ძალიან ბევრი პაკენტის სახელით. პროგრამაში შექმნილ პრობლემებზე ჩვენ შევქმენით საკოორდონაციო ჯგუფი და მთელი ეს პერიოდი ექიმებთან ერთად ვცდილობდით პრობლემების მოგვარებას.
დარწმუნებული ვარ, რომ სამედიცინო თემი, ის ხალხი, ვინც ფრონტის წინა ხაზზე გვემსახურება პროგრამებში, სრულად იზიარებენ ჩვენს შიშებს.
იმედს ვიტოვებ, რომ აღმოგვაჩნდება რესურსი, რომ ეს გამოუსწორებელი შეცდომა დაშვებულიც კი არ იყოს.
მაპატიეთ, ძალიამ ემოციურად გწერთ, მაგრამ მე პირადად ეს ამბავი საერთოდ მიკარგავს სიცოცხლის სურვილს.
პატივისცემით,
პაატა საბელაშვილი