From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Subject : FW: ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები
Received On : 15.09.2020 07:00

 

 

From: Paatas [mailto:paatas@gmail.com]
Sent: 15 September, 2020 10:59
To: Amiran Gamkrelidze ; Tamar Gabunia
Subject: Re: ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები

 

კიდევ ერთხელ მოგესალმებით,

 

პაციენტმა მომწერა რო დღეს მისულებს სიურპრიზი დახვდათ. ბრძანება ხელმოწერილი დევს მაცნეზე.

 

https://matsne.gov.ge/ka/document/view/4983236?publication=0&fbclid=IwAR0PG7sCRy1OntuKo6ph5oqhluBLo3Huu33zeulim-M-E1hTUd5xtQGWDWo

 

ისიც არა, რომ მაგ. დღეიდან ვისაც ეკუთვნის რომ ბოლო გატანება ექნება. წარმკდგენაც არ მინდა რა მოხდება პროგრამებში

 

ჩემი აზრით სწორი ნაბიჯების გადადგმის დაწყება არასდროსაა გვიან. იქნებ ეპიდ. ტრენდებიდან გამომდინარე ძალაში შესვლა გადავადდეს ან რამე

 

არ ვიცი, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. ძალიან ვამაყობდი იმით, თუ როგორ კარგად გაუძღვა საქართველო გამოწვევას და ახლა

ისევ იმაზე უნდა იწერებოდეს, თუ როგორი რეტროგრადული გადაწყვეტილება იქნა მიღებული მომხმარებლებთან დაკავშირებით. კონკრეტულად მომხმარებლებთან მიმართებაში მოხდა ზომების შესუსტება, მაშინ როდესაც ზომების გამკაცრება ხდება

 

იმედს კიდევ ვიტოვებ, რომ ამ სიტუაციის გამოსწორება ხელთ გეწიფებათ.

 

პატივისცემიტ,

 

პაატა

 

On Mon, Sep 14, 2020 at 16:56 Paatas <paatas@gmail.com> wrote:

მოგესალმებით ქალბატონო თამარ, ბატონო ამირან,

 

უპირველეს ყოვლისა, მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და ამ ბოლო დღეების კრიზისთან ეფექტური გამკლავება. გადავწყვიტე პირდაპირ მომეწერა, რადგანაც, როგორც მესმის დრო გადამწყვეტ როლს თამაშობს შექმნილ სიტუაციაში.

 

ჩანაცვლების პროგრამის სხვა პაციენტებისგან (მე თვითონ აპროლიდან პროგრამის მონაწილე ვარ) შევიტყვე რომ ბრძანებაა მომზადებული მინისტრის სახელზე, რომლის ხელმიწერისთანავე შეწყდება პრეპარატის ხელზე გაცემა

 

მოგახსენებთ, რომ თვითონ ეს დღეები მიწევს სიარული, რადგან დოზა არ მყოფნიდა და მომატებისთვის 10 დღე სიარული სავალდებულოა. ეს რამდენიმე დღე, რაც ეპიდემიოლოგიური სურათი მკვეგრად გაუარესდა, ფეხაკრეფით დავდივარ პროგრამაში რო რამეს სადმე არ შევეხო. ყველა ზალიან დაძაბულია და ამ დროს პრეპარატის გაცემის შეჩერება გამოიწვევს სასწაულ სურათს. ისედაც ძლივს ხდება როგების გაკონტროლება და მერე წარმოდგენაც არ მინდა 6-ჯერ მეტი ადამიანი იმ როგებში რამდენ ხანში მოგვცემს კლასტერს

 

მე პირადად მომიწევს აბსტინენციას დავთანხმდე ოღონდ კიდევ იზოლაციაში მოხვედრა არ იყოს საჭირო.

 

მესმის, რომ ბევრმა

პაციენტმა რეჟიმი დაარღვია და ისიც გასაგებია, რომ წინასაარჩევნოდ არავის აწყობს არაპოპულარული თემები რომ შემოუტრიალონ. თუმცა მინდა გულიტადად გთხოვოთ დაფიქრდეთ, რას გამოიწვევს ამ პროგრამის პაციენტებში ეპიდემიის აფეთქება. რამდენს თანმდევი პრობლემები აქვთ, შეიძლიათ წარმოიდგონოთ კოვიდის ტვირთი ამ პოპულაციაში

 

იმედი მაქვს თქვენი ამ საკითხებში დაგროვილი გამოცდილების და მტკიცებულებითი პოლიტიკის მიმართ თქვენი ერთგულების

 

ძალიან გთხოვთ, იქნებ რამენაირად ზეგავლენა მოახდინოთ, რომ

ეს კატასტროფული ცვლილება არ მოხდეს ამ კრიტიკულ დროს

 

ამას გწერთ არამხოლოდ საკუთარი, არამედ ძალიან ბევრი პაკენტის სახელით. პროგრამაში შექმნილ პრობლემებზე ჩვენ შევქმენით საკოორდონაციო ჯგუფი და მთელი ეს პერიოდი ექიმებთან ერთად ვცდილობდით პრობლემების მოგვარებას

 

დარწმუნებული ვარ, რომ სამედიცინო თემი, ის ხალხი, ვინც ფრონტის წინა ხაზზე გვემსახურება პროგრამებში, სრულად იზიარებენ ჩვენს შიშებს

 

იმედს ვიტოვებ, რომ აღმოგვაჩნდება რესურსი, რომ ეს გამოუსწორებელი შეცდომა დაშვებულიც კი არ იყოს.

 

მაპატიეთ, ძალიამ ემოციურად გწერთ, მაგრამ მე პირადად ეს ამბავი საერთოდ მიკარგავს სიცოცხლის სურვილს.

 

პატივისცემით,

 

პაატა საბელაშვილი