| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Marina Latsabidze <mlatsabidze@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: ოპიოიდების მარეგულირებელი კანონმდებლობა |
| Cc : | giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge> |
| Received On : | 01.08.2020 14:22 |
რა პაკეტზეა საუბარი? მარინა გთხოვთ მომაწოდოთ დეტალური ინფორმაცია.
From: Pati Dzotsenidze [mailto:patidzotsenidze@gmail.com]
Sent: 31 July, 2020 19:43
To: Tamar Gabunia
Cc: დიმიტრი კორძაია
Subject: ოპიოიდების მარეგულირებელი კანონმდებლობა
ქალბატონო თამარ მოგესალმებით,
როგორ ბტრძანდებით? დიდი მადლობა თქვენ და თქვენ გუნდს კოვიდ ინფექციასთან თავდაუზოგავი და წარმატებული ბრძოლისთვის.
მოგეხსენებათ, რომ პალიატიური მზრუნველობის ეროვნული ასოციაციის მიერ 2019 წლის ბოლოს შემოტანილი იქნა, თქვენივე უწყების თანამშრომლებთან ერთად და შსს ჩართულობით შემუშავებული ტკივილის გასაყუჩებლად ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების მარეგულირებელი დოკუმენტების პროექტის პაკეტი.
ქალბატონ მარინა ლაცაბიძისგან ვიცი, რომ აღნიშნული საკითხი პირადად დაევალა მას, თუმცა აღნიშნული ვითარების გამო ამ საკითხის განხილვა გადაიდო ივნისამდე. რამდენადაც ვიცი ივნისში აღნიშნული დოკუმენტი ატვირთული იქნა უწყებათაშორის საიტზე, არ გამოთქმულა შენიშვნები და რომ მიმდინარეობს შემდგომი განხილვა; თუმცა უშუალოდ ჩვენ არავინ დაგვკავშირებია. გამოვთქვამთ მზაობას ნებისმიერ წუთს ჩავერთოთ აღნიშნული საკითხის განხილვაში.
პატივისცემით,
ფატი ძოწენიძე