| From : | Ia Kamarauli <ikamarauli@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: მოსაწოდებელი ინფორმაცია |
| Received On : | 15.09.2020 12:37 |
| Attachments : |
ეკა გადახედე და თუ ეთანხმები გავუგზავნი
From: Akaki Dumbadze [mailto:adumbadze@sao.ge]
Sent: Tuesday, September 15, 2020 3:49 PM
To: Ia Kamarauli
Cc: Giorgi Kapanadze
Subject: მოსაწოდებელი ინფორმაცია
გამარჯობათ ქალბატონო ია,
როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, 2020 წლის აუდიტორული საქმიანობის წლიური გეგმის (ეფექტიანობის აუდიტები - საკითხი N17) საფუძველზე, ახორციელებს ეფექტიანობის აუდიტს - „ტუბერკულოზის პრევენცია და მკურნალობა“. აღნიშნული აუდიტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) პარტნიორობის ფარგლებში, საერთაშორისო პარალელური აუდიტის სახით. დღეის მდგომარეობით აუდიტის ჯგუფი ახორციელებს ძირითადი შესწავლის პროცედურებს.
როგორც ვისაუბრეთ, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია შემდეგი კითხვების მიხედვით:
1. აქვს თუ არა ქვეყანას უცხოელ ვიზიტორებთან დაკავშირებული ტუბერკულოზის მართვის პოლიტიკა?
2. ქვეყნის დონეზე, ტუბერკულოზის მიმართულებით, ხდება თუ არა და როგორ ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან მოსალოდნელი რისკების შეფასება და ანალიზი?
· რა მექანიზმი არსებობს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ტუბერკულოზის დაავადების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად?
· არსებობს თუ არა რისკის შეფასების რაიმე კონკრეტული მიდგომა/მექანიზმი? მაგალითად: ტუბერკულოზის რამდენი შემთხვევა გამოვლინდა მაღალი გავრცელების ქვეყნებიდან შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, რამდენი საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა შედეგად, რა ხარჯების გაწევა უწევს სახელმწიფოს ამ მიმართულებით.
3. ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის 2020 წლის აგვისტოს ცვლილების მიხედვით, მოსარგებლეებს დაემატა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრებში მყოფი უცხოელები, კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად. ამ მიმართულებით როგორ დაიგეგმა და მიმდინარეობს პროცესი?
პატივისცემით,
აკაკი დუმბაძე
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტი
მის: ქ. თბილისი, 0144, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი N96
ტელ: +995 591 28 06 82
ელ-ფოსტა: adumbadze@sao.ge