| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | info <info@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: კოვიდ 19 მზადება_ევექსი |
| Cc : | giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Received On : | 06.10.2020 05:29 |
გთხოვთ დაარეგისტრიროთ
From: George Mindiashvili [mailto:gmindiashvili@ghg.com.ge]
Sent: 5 October, 2020 13:27
To: Tamar Gabunia
Cc: Nikoloz Gamkrelidze
Subject: კოვიდ 19 მზადება_ევექსი
ქ-ნო თამარ მოგესალმებით,
პირველ რიგში ხაზი მინდა გავუსვა იმ უზარმაზარ შრომას რასაც თქვენ და თქვენი დაქვემდებარებული უწყებები ამ საკმაო გამოწვევებით სავსე პერიოდში ახორციელებთ.
ჩვენ ჩვენის მხრივ როგორც კერძო სექტორის წარომადგენლები მუდმივად ვფიქრობთ თუ სად შეიძლება გამოვადგეთ სახელმწიფოს და ჩვენს ხალხს.
როგორც შევთანხმდით პუნქტებათ გიზიარებთ ჩვენს ხედვას/ პოზიციას თქვენს მიერ წარმოთქმულ სტრატეგიულ ამოცანებზე:
ა. საჭიროების შემთხვევაში ამუშავდეს ჰიბრიდული მოდელები (ბათუმში, ქუთაისში ეს უკვე როგორც იცით გადაწყობილია და 2 ჰოსპიტალში ესეა).
ბ. ჰოსპიტლების სრულად გადაწყობა COVID 19 საავადმყოფოდ - ქობულეთი, ფოთი, ტრავმატოლოგი (190 საწოლამდე) უკვე გადაწყობილია. ქუთაისის რეფერალური 60 საწოლამდე გადაწყობილია, საჭიროების შემთხვევაში 120 საწოლამდე გაიზრდება. ხოლო ამას გარდა თბილისზე მას შემდეგ რაც სახელმწიფო კლინიკები გადაეწყობა სრულად და გაივსება დამატებით 370-ზე მეტი საწოლის მობილიზებას მოვახერხებთ.
ა. რეანიმატოლოგების მიერ ერთიან მკურნალობის ალგორითმზე შეთანხმება - რაზეც თქვენი ინიციატივით პარასკევსვე დაიწყეს მუშაობა ბატონმა ლევან რატიანმა, რეანიმატოლოგების გუნდმა და ამ შეხვედრას ჩვენი ჯგუფის მხრიდან ბატონი გია ხურციძეც ესწრებოდა. რამდენადაც ვიცი შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული იყო.
ბ. როგორც ვისაუბრეთ საკმაოდ ეფექტური იქნება თუ ავაწყობთ მოდელს, როდესაც ქვეყნის მაშტაბით საშუალო კვალიფიკაციის რეანიმატოლოგები, რეზიდენტები გადანაწილებულები იქნებიან field-ზე, ხოლო შედარებით მაღალი კვალიფიკაციის გუნდი გაიყოფა 2-ად, საიდანაც ერთი შეასრულებს emergency support team-ის ფუნქციას, ხოლო მეორე მუდმივად ტელე მედიცინის მეშვეობით გაუწევს მომსახურებას ადგილებზე არსებულ საშუალო დონის, დამწყებ რეანიმატოლოგებს. სადაც მოხდება გეგმირუად დღეში 3-ჯერ ვიდეო კონსულტაცია და პლუს დაუგეგმავად ყველა საჭიროების შემთხვევაში 24/7-ზე კონსულტაცია. ამ საკითხზე ჩვენგან რაც გესაჭიროებათ მზად ვართ ყველანაირად.
ხომ არ იქნება შესაძლებელი ამ კვირაში ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე ერთი სამუშაო/საკოორდინაციო შეხვედრა რომ დაიგეგმოს, რათა კიდევ უფრო კოორდინირებულები დავხვდეთ თბილისში სავარაუდო შემთხვევების მატებას.
მადლობა,
გიორგი.