From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>; akaki abutidze <akakiabutidze@yahoo.com>; marinaezugbaia@yahoo.com; levaniratiani@yahoo.com
Subject : FW: განახლებული გაიდლაინი
Cc : Nana Kalmakhelidze <nkalmakhelidze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Alisa Tsuladze <atsuladze@moh.gov.ge>
Received On : 05.07.2020 18:18
Attachments :

ბატონო თენგიზ და კოლეგებო

 

მოგესალმებით! გასულ კვირას ბატონმა პრემიერმა გამოთქვა სურვილი შეხვდეს კლინიკურ ჯგუფს და მოისმინოს ბატონი თენგიზის და სხვა კოლეგების მოსაზრებები შემთხვევების მართვის თაობაზე ამჟამინდელი მდგომარეობის და სამომავლო მოლოდინების შესახებ. შეხვედრის ზუსტ დროს დამატებით გვაცნობებენ.

აქვე მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და გთხოვოთ გაიდლაინის დოკუმენტის დასრულება - კომენტარები ადრე გამოვაგზავნე და აქ აღარ მომყავს. შევჯერდეთ და დავამტკიცებთ განახლებულ ვერსიას.

ნაყოფიერ დამდეგ კვირას გისურვებთ!

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

From: Nana Kalmakhelidze
Sent: 30 June, 2020 18:30
To: Tamar Gabunia
Subject: განახლებული გაიდლაინი
I
mportance: High

 

ძვირფასო თამუნა,

 

გიგზავნით განახლებულ გაიდლაინს - ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვა, რომელშიც თქვენი შენიშვნების გათვალისწინებით, შევცვალე სტრუქტურა, წყობა, წავშალე ის ადგილები, რაც მეორდებოდა, ასევე, გამოვყავი ახალი ქვეთავები, გაიდლაინს გავუკეთე ახალი სარჩევი, გამოყოფილი თავებისა და ქვეთავების შესაბამისად. აღნიშნული დოკუმენტი გადავუგზავნე ბატონ თენგიზ ცერცვაძეს და აკაკი აბუთიძეს.

რაც შეეხება კრიტერიუმების გაწერას, ექსპერიმენტული მედიკამენტების გამოყენებასთან დაკავშირებით, WHO –ს 27 მაისის რეკომენდაციების საფუძველზე, აღნიშნულის თაობაზე ვესაუბრე აკაკი აბუთიძეს, რომელიც თანახმაა, რომ ეს საკითხი განხილულ იქნას და შემდგომ გაიწეროს და ჩამოყალიბდეს ამ გაიდლაინში.  

 

 

პატივისცემით,

ნანა კალმახელიძე