ძვირფასო კოლეგებო,
როგორ თქვენთვის ცნობილია, ევროკავშირის პროექტის "სისხლის უსაფრთხო სისტემის გაძლიერება საქართველოში ფარგლებში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ხორციელდება, 20-23 ოქტომბერს დაგეგმილია 3.1.1 აქტივობის ონლაინ რეჟიმში ჩატარება. აქტივობა ითვალისწინებს უანგარო დონაციის შესახებ ლიეტუვისა და ნიდერლანდების გამოცდილების გაზიარებას ქართული მხარისთვის.
აქტივობაში მონაწილე უცხოელი ექსპერტები არიან (LT): Diana Remeikiene (Hospital of Lithuanian University of Health Sciences Kauno klinikos), Vaida Jaramine (Vilnius University Hospital Santaros Klinikos ), Ieva Linkeviciute (National Blood Center), (NL): Wim de Kort (University of Amsterdam), Hans Vrielink (Sanquin).
ონლაინ ტელეკონფერენციები დაგეგმილია 20 და 23 ოქტომბერს, 14:00-16:30 სთ-ზე (საქართველოს დროით). ტელეკონფერენციის სავარაუდო ხანგრძლივობაა 2- 2.30 საათი. დანარჩენ დღეებში ქართველ და უცხოელ ექსპერტებს კომუნიკაცია ელ-ფოსტით ექნებათ, რა დროსაც მხარეები კითხვა-პასუხის რეჟიმში იმუშავებენ აქტივობით გათვალისწინებულ მათთვის საინტერესო საკითხებზე.
ტელეკონფერენცის განრიგს და დაზუსტებულ დროს, ასევე ტელეკონფერენციაში ჩასართავად ბმულს 1-2 დღით ადრე გამოგიგზავნით.
პირველ დღეს (20 ოქტომბერს) უცხოელი ექსპერტები წარმოადგენენ პრეზენტაციებს თავიანთი ქვეყნის და ორგანიზაციის გამოცდილების შესახებ უანგარო დონაციაზე გადასვლის, დონორებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავების, დონორთა მობილიზაციის პროგრამების შესახებ.
23 ოქტომბერს გაიმართება დასკვნითი, შემაჯამებელი ონლაინ შეხვედრა.
აქტივობის დასრულების შემდეგ, 2 კვირის ვადაში, ექსპერტები წარმოადგენენ რეკომენდაციებს უანგარო დონაციის სტრატეგიის შემუშავების და განხორციელების შესახებ, ასევე გაგვიზიარებენ მათ ქვეყნებში არსებულ დონორთა მოტივაციის, მობილიზაციის და ახალი დონორების მოძიების პროგრამებს.
ტელეკონფერენციაზე უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი (ინგლისური, რუსული, ქართული)
წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის.
პატივისცემით,
ქეთი