From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>; akaki abutidze <akakiabutidze@yahoo.com>; Khatuna Zakhashvili <episurvncdc@gmail.com>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>
Subject : Discharge criteria -COVID 19
Cc : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Goguadze.tamta@gmail.com; Vladimer Getia <khgetia@gmail.com>; Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; amiran gogitidze <amikogogitidze2@gmail.com>
Received On : 03.08.2020 15:03
Attachments :

ბატონო თენგიზ

ბატონო პაატა და ქალბატონო ხათუნა

ძვირფასო კოლეგებო

 

როგორც იცით უკანასკნელი რამდენიმე შეხვედრა კოვიდ პასუხის ცენტრალურ საკოორდინაციო ჯგუფში დაეთმო კლინიკიდან პაციენტების გაწერის და იზოლაციიდან მათი გადმოყვანის საკითხებს. მოქმედი გაიდლაინის თანახმად გამოჯანმრთელების კრიტერიუმი შემდეგია:

კლინიკური სიმპტომების არ არსებობა სულ ცოტა  3 დღის მანძილზე და ზემო და/ან ქვემო სასუნთქი გზებიდან აღებულ მასალაში პჯრ კვლევით SARS-CoV-2-ის რნმ-ზე ორი თანმიმდევრული უარყოფითი პასუხი არანაკლებ 24 საათის შუალედით.

 

გაიდლაინშივე დაზუსტებულია, რომ სიმპტომების ალაგების მიუხედავად თუ პჯრ ტესტი დადებითი რჩება გაწერის გადაწყვეტილება განიხილება ინდივიდუალურად. ამგვარი ჩანაწერი სამედიცინო პერსონალს აძლევს ჰოსპიტალიზაციის შემდეგ პაციენტის არა ბინაზე, არამედ კარანტინში გადაყვანის საფუძველს.

 

COVID-19-ით  პაციენტის გამოჯანმრთელების კრიტერიუმები COVID-19-ით პაციენტის ბინაზე გაწერ

 

შენიშვნა: 1.სიმპტომური პაცინტებისთვის:იმ შემთხვევაში, როდესაც COVID-19-ის სიმპტომების დაწყებიდან10 დღისა და პლუს სულ მცირე3 დამატებითი უსიმპტომო(ცხელების, რესპირაციული სიმპტომების და სხვ. არარსებობა) დღის შემდეგაც ზემო და/ან ქვემო სასუნთქი გზებიდან აღებულ მასალაში პჯრ კვლევით SARS-CoV-2-ის რნმ რჩება განსაზღვრადი, პაციენტის ბინაზე გაწერის გადაწყვეტილება შესაძლებელია განხილულ იქნეს ინდივიდუალურად(ყველა შესაძლო რისკის გათვალისწინებით).

2.უსიმპტომო პაცინტებისთვის:იმ შემთხვევაში, როდესაც COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგაც ზემო და/ან ქვემო სასუნთქი გზებიდან აღებულ მასალაში პჯრ კვლევით SARS-CoV-2-ის რნმ რჩება განსაზღვრადი, პაციენტის ბინაზე გაწერის გადაწყვეტილება შესაძლებელია განხილულ იქნეს ინდივიდუალურად(ყველა შესაძლო რისკის გათვალისწინებით). ბინაზე გაწერილ ყველა პაციენტს უნდა მიეცეს გაფრთხილება, რომ მიმართოს ჰოსპიტალს მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში.

 

თუ ემხრობით იმ პოზიციას (ჯანმოს ახალი გაიდლაინი), რომ ინფექციის გადაცემის რისკის შემცირების ღონისძიებების (მათ შორის კარანტინი და იზოლაცია) გატარების ჩვენება იხსნება ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში, გთხოვთ შემოგვთავაზოთ გაიდლაინში საჭირო ცვლილებების ფორმულირება, რათა თავიდან ავიცილოთ ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გამოჯანმრთელებული პირების ხანგრძლივი დაყოვნება კარანტინში.

 

სიმპტომურ პაციენტებში, სიმპტომების დაწყებიდან 10 დღეში და დამატებით სამ დღეში, როდესაც მას სიმპტომი (ცხელება და რესპირაციული სიმპტომები) აღარ აღენიშნება.

ასიმპტომურ პირებში: SARS-CoV-2 ის დიაგნოზის დადგენიდან (დადებითი ტესტის პასუხი) 10 დღეში

მაგალითად, თუ პაციენტს ჰქონდა სიმპტომები 2 დღის განმავლობაში, მისი გამოყვანა იზოლაციის რეჟიმიდან დასაშვებია 10 დღეს+3= 13 დღეში სიმპტომების დაწყებიდან. თუ პაციენტს სიმტომები ჰქონდა 14 დღის განმავლობაში, მისი იზოლაციის გამოყვანა დასაშვებია 14 დღეს+ 3 დღე =17 დღეში სიმპტომების დაწყებიდან. თუ პაციენტს სიმპტომები ჰქონდა 30 დღის მანძილზე, მისი გამოყვანა იზოლაციიდან დასაშვებია 30+3= 33 დღეში სიმპტომების დაწყებიდან.

 

გთხოვთ მოსაზრებები მოგვაწოდოთ ხვალ 4 აგვისტოს დღის ბოლომდე.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0