From : Thea Kunchulia <tkunchulia@moesd.gov.ge>
To : Nino Mikanadze <nino_mikanadze@yahoo.com>; ნათია ლაპიაშვილი <Natia.Lapiashvili@mepa.gov.ge>; Samson Uridia <s.uridia@rs.ge>; Kakha Demetrashvili <KDemetrashvili@spa.ge>; Dimitri Gulisashvili <DGulisashvili@spa.ge>; Manana Pruidze <mpruidze@sakpatenti.org.ge>; Tamuna Japaridze <tjaparidze@sakpatenti.org.ge>; Sopho Momtselidze <Smomtselidze@competition.ge>; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>; Giorgi Chitadze <g.chitadze@gac.gov.ge>; Zurab Zurashvili <zurab.zurashvili@nfa.gov.ge>; Irakli Gabriadze <igabriadze@moesd.gov.ge>; ლაშა ინაური <Lasha.Inauri@mepa.gov.ge>; eadamia@moh.gov.ge; Ramaz Oboladze <roboladze@msa.gov.ge>; LDzebisauri@geostat.ge; a.chelidze@rs.ge; Tornike Zirakishvili <tzirakishvili@enterprise.gov.ge>; Irina Tavkhelidze <itavkhelidze@msa.gov.ge>
Subject : DCFTA -ის განხორციელების საშუალოვადიანი გეგმა 2021-2023
Cc : Mariam Gabunia <mgabunia@moesd.gov.ge>; Giorgi Chapidze <gchapidze@moesd.gov.ge>
Received On : 19.08.2020 12:18
Attachments :

მოგესალმებით მეგობრებო, 


გიგზავნით ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებულ DCFTA-ის საშუალოვადიანი გეგმის პროექტს. აქვე მადლობას მოგახსენებთ თქვენ მიერ გაწეული შრომისთვის და აქტიური ჩართულობისთვის. დარჩა სულ ცოტაც. დოკუმენტში მითიებულია კომენტარები, სადაც საკითხებია დასაზუსტებელი და ზოგი მიმართულებით დასამატებელია აქტივობები. 


ამასთან გთხოვთ, ქვემოთ მოცემული მითითებების მიხედვით Track changes ფორმატში ჩაასწოროთ თქვენი აქტივობები და დაგვიბრნოთ არაუგვიანეს 31 აგვისტოს:


1. ინდიკატორი

თუ ინდიკატორში წერია გადამზადებული თანამშრომლების/დატრენინგებულ მონაწილეთა რაოდენობა, გთხოვთ ყოვეთვის მიუთითოთ იღებენ თუ არა ისინი სერტიფიკატს. ეს საჭიროა რათა დოკუმენტში გვქონდეს ერთიანი ვორდინგი მსგავს აქტივობებზე. 

2. დადასტურების წყარო
თუ დადასტურების წყარო (კვარტალური ანგარიში, წლიური ანგარიში, რეგულაცია  და ა.შ) გამოქვეყნებული იქნება უწყების საიტზე უნდა დაიწეროს უწყების საიტის მისამართი მაგალითად mepa.gov.ge (და არა სიტყვიერად რომელიმე უწყების ვებ-გვერდი) ან თუ მაცნეზე იქნება გამოქვეყნებული  - matse.gov.ge. 

გთხოვთ დადასტურების წყაროში შეხვედრის ანგარიშის, მონაწილეთა სიასთან ერთად  ყოველთვის მიუთითოთ თუ წლიურ/კვარტალურ ანგარიშში გამოქვეყნდება აღნიშნულ აქტივობაზე ინფორმაცია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გადასაწყვეტია, დადასტურების წყაროში რეპორტს ვუთითებთ მთლიან დოკუმენტში დადასტურების წყაროდ თუ მონაწილეთა სია/რეგისტრაციის დოკუმენტიც შეიძლება. 

3. დაფინანსების წყარო/კომენტარი

სახელმწიფო ბიუჯეტი -  თუ უკვე არის თანხა გააწერილი  - ვუთითებთ რამდენია ეს თანხა. 
სხვა - თუ აქტივობას ყავს იდენტიფიცირებული დონორი უნდა დაიწეროს რომელია ეს დონორი

თუ აქტივობისთვის საჭიროა დონორის მოძიება -  ეს უნდა დაიწეროს კომენტარში (და არა ბიუჯეტში). ამ შემთხვევაში გვაქვს ორი ვარიანტი:

ა) "აქტივობის განხორციელება დამოკიდებულია დონორული დახმარების მოძიებაზე" (ეთითება როდესაც მხოლოდ დონორის დახმარებით განხორციელდება აქტივობა); 
ბ) "საჭიროებს დონორული დახმარების მოძიებას" (ეთითება იმ შემთხვევაში, როდესაც უწყება თავისი ხარჯებითაც განახორციელებს აქტივობას/აქტივობის ნაწილს). 

თუ ბიუჯეტში ეთითება ადმინისტრაციული ხარჯი, როგორც დაფინანსების საშუალება  და "ადმინისტრაციულ ხარჯში" მხოლოდ ხელფასები იგულისხმება უნდა წაიშალოს ეს მითითება. 


საუკეთესო სურვილებით,

თეა




CONFIDENTIALITY: Any information and/or attached files contained in this e-mail are unambiguously confidential. It is intended only for the use of the named recipient(s). If you are not the envisaged recipient, immediately notify the sender and please note that it is forbidden to read, use, copy or otherwise disseminate this e-mail.

DISCLAIMER: MINISTRY OF ECONOMY AND SUSTAINABLE DEVELOPMENT OF GEORGIA puts the security of the client at a high priority, but Internet is not fully secure! Despite all the measures taken to minimize the possible risks regarding the internet, the integrity of this communication is not guaranteed nor is the communication itself entirely protected from viruses, interceptions and/or interference.