მოგესალმებით,
აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კორონავირუსის ეპიდსიტუაციის გამწვავების გამო, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კორონავირუსზე PCR ტესტირების
სერვისი უფასოდ მიაწოდოს ყველა იმ პირს, რომლიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა აჭარის რეგიონში ეპიდაფეთქების კერებში და
სურვილი აქვს შეიმოწმოს თავი კორონავირუსზე შესაძლო ინფიცირების სტატუსის დასადგენად.
შესაბამისად, გთხოვთ, ყველა იმ პირს, რომელიც მოგმართავთ PCR ტესტირებისთვის იმის გამო, რომ იმყოფებოდა აჭარის
რეგიონში ეპიდაფეთქების კერებში, მიუხედავად იმისა, რომ არ აღენიშნება ცხელება ან სხვა რესპირატორული სიმპტომები, ჩართოთ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ
უფასო ტესტირებაში.
ელექტრონულ სისტემაში აღნიშნულ პირებზე გთხოვთ, მიუთითოთ სამიზნე ჯგუფი - ეპიდაფეთქების კერებში ბოლო 2 კვირის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიის
მქონე პირები.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.