From : Geleishvili, Marika (CDC/DDPHSIS/CGH/DGHP) <ivu9@cdc.gov>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; info@moh.gov.ge
Subject : COVID-IPC readiness assessment tool, pilot, August-Sept 2020
Cc : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Marine Baidauri <mbaidauri@moh.gov.ge>; Alisa Tsuladze <atsuladze@moh.gov.ge>; Bolkvadze, Tamar (CDC/DDPHSIS/CGH/DGHP) <irl6@cdc.gov>; Hedges, Sarah (CDC/DDPHSIS/CGH/DGHP) <vow7@cdc.gov>
Received On : 19.08.2020 11:38
Attachments :

ქ-ნო თამარ,

 

მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩვენი ოფისის მზაობა ერთობლივი სამუშაოების ჩატარებისათვის სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემების შეფასებისა და გაუმჯობესებისათვის.

 

პირველ ნაბიჯად მოიხილება იპკ სისტემისა და კოვიდ- მზაობის შეფასების კითხვარისა და მონაცემთა ელექტრონული ფორმატით შეგროვების ინსტრუმენტის პილოტირება.

 

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და აშშ დაავადებათა კონტროლის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის თანამშრომლები.  

 

პილოტირება ჩატარდება ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს მიერ მოწოდებული სიით განსაზღვრულ კლინიკებში.  

 

პროექტის განხორციელების ვადებია: საველე სამუშაოები - 24 აგვისტო - 20 სექტემბერი, საბოლოო ანგარიში - 30 სექტემბერი.   

 

კვლევაში მონაწილე თქვენი თანამშრომლების სამივლინებო, ტრანსპორტირებისა და აკომოდაციის ხარჯებს უზრუნველყოფს აშშ დაავადებათა კონტროილს ცენტრების სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა. ასევე, კვლევაში მონაწილე ჯგუფებს ჩვენი ოფისი უზრუნველყოფს საჭირო ელექტრონული აღჭურვილობითა და სხვა დამხმარე მასალებით.

 

პროექტის პროტოკოლსა და სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს გიგზავნით თანდართულ დოკუმენტებად.  

 

პატივისცემით,

მარიკა გელეიშვილი

 

 

Marika (Mariam) Geleishvili

Senior Advisor, US CDC-South Caucasus Office

Tbilisi, Georgia

E-mail: ivu9@cdc.gov      

Mobile: (+995) 591 916 599