მოგესალმებით,
გიგზავნით სისტემასთან მუშაობის რამდენიმე მნიშვნელოვან წესს:
-- მდგომარეობა - იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში - არსებული ველების შევსება და განახლება უაღესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან აღნიშნულ სტატისტიკას ყოველდღიურად აქტიურად იყენებს სამინისტრო, ამიტომ
კრიტიკული და მძიმე პაციენტების, სუნთქვის აპარატის საჭიროებისა და რეანიმაციულ საწოლზე განთავსების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ჩაასწოროთ კონკრეტულ პაციენტზე თუ ასეთი ცვლილება დადგება.
-- კოვიდ-დადასტურებულ შემთხვევებს აუცილებლად დაამატეთ ლაბორატორიული შედეგი, რომ დადებითია აღნიშნული პაციენტი (მიუხედავად იმისა პირველი ტესტი თქვენთან ჩაუტარდათ თუ არა).
--მკურნალობის დასრულებისას სწორად დაამატეთ მდგომარეობები, კერძოოდ:
-- თუ პაციენტი კოვიდ-გამოჯანმრთელებულია დაამატეთ მდგომარეობა -
გაწერა (გამოჯანმრთელდა)
-- თუ სუსტად დადებითი პაციენტი გადადის თვითიზოლაციაში -
განესაზღვრა თვითიზოლაცია
-- თუ ხდება რეფერალი - გადასაყვანია სამედიცინო დაწესებულებაში
-- თუ გადადის კარანტინში - გადასაყვანია საკარანტინე ზონაში
--
არცერთ შემთხვევაში არ მიუთითოთ გაშვებულია სახლში
პაციენტების
გაწერები სისტემაში უნდა დაფიქისრდეს დღის ბოლოსვე, რომ დილას უკვე გვქონდეს გამოჯანმრთელებული პაციენტების შესახებ სტატისტიკა.
ცხელების კლინიკებს!
კოვიდ დადასტურებულ შემთხვევებს, არ მიუთითოთ
გაწერა
(გამოჯანმრთელდა) , მიუთითეთ,
გადასაყვანია სამედიცინო დაწესებულებაში.
ტექნიკური ხარვეზების მოსაგვარებლად დაუკავშირდით თათა კობახიძეს: 593 53 33 43
სხვა კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით მე.