კიდევ ერთხელ მოგესალმებით კოლეგებო,
შეპირებული მოკლე ინფორმაცია BMJ-ის კლინიკური გადაწყვეტილების ხელშეწყობის პროექტის სტატუსის შესახებ და კონკრეტული საკითხები, სადაც თქვენი ხედვა და დახმარება გვჭირდება.
პროექტი 2016 წლიდან ხორციელდება და ამერიკის მთავრობის დაფინანსებით ქართველ ექიმებს BMJ-ს უპგ რესურსებზე წვდომას აძლევს, 2020 წლიდან მეორე ფაზა დაიწყო, რომლის ფარგლებში წელიწადში 5000 ექიმის ჩართვა შეგვიძლია ინიციატივაში და დონორის მოლოდინით მათი ჩართვა 2020 წლის ბოლომდე უნდა მოხდეს. 20 ივლისის მონაცემებით 2140 ექიმია დარეგისტრირებული.
საკვანძო საკითხები:
1) დამატებით 2860 ექიმის რეგისტრირება
დონორის პრიორიტეტების გათვალისწინებით (რომელსაც სამინისტროც დაეთანხმა) პრიორიტეტულია ის ექიმები ვისაც პირველი შეხება აქვთ პაციენტთან (პირველადი ჯანდაცვა, სასწრაფო, ჰოსპიტლების ემერჯენსის განყოფილებები). ჩვენი გამოცდილებით რეგისტრაციის ტემპი კონკრეტულ დაწესებულებაში ძირითადად მენეჯმენტის პოზიციაზეა დამოკიდებული. არც ისე მაღალია განსაკუთრებით სახელმწიფო სექტორში. არიან ექიმები რომლებიც ყოველგვარი წახალისების გარეშე ინტენსიურად იყენებენ რესურსებს, უპგ მიზნებისთვის, კლინიკური გადაწყვეტილების მტკიცებულებებთან შედარებისა და პაციენტის ინფორმირების მიზნით. მაგრამ მათი პროცენტული რაოდენობა ინიციტივის ან მოთხოვნის გარეშე ჩვეულებრივ 10-15%-ს არ აღემატება. კლინიკებში სადაც ეს შიდა მოთხოვნითაა დარეგულირებული (მაგ: კურაციო, მედიკორი, ევექსის კლინიკები) ბუნებრივია როგორც რეგისტრაცია ისევე მოხმარება საკმაოდ მაღალ დონეზეა. რაც უნდა გასაკვირი უნდა იყოს ეს შიდა რეგულაცია ექიმებში საკმაოდ მაღალი მიმღებლობით სარგებლობს და ექიმთა კმაყოფილება BMJ რესურსებით ძალიან მაღალია.
ყველაზე მეტად გვიჭირს, სოფლის ექიმების, სასწრაფოს ექიმების და არაქსელური პჯდ კლინიკების რეგისტრაცია და აქ გვჭირდება თქვენი დახმარება. სოფლის ექიმები შეიძლება UNICEF-ის დაგეგმილი სმარტფონების ფარგლებში მოგვარდეს, რის შესახებაც თაკო უგულავასთან კოორდინაცია და შეთანხმება მაქვს. საგანგებო სიტუაციების სააგენტომ სამწუხაროდ დააფიქსირა ამ ინიციატივის ნაკლებ პრიორიტეტულობა, თუმცა ამ საკიტხზე კომუნიკაციას ვაგრძელებ. კერძო არაქსელურ კლინიკებთან მიწერის მცდელობა რამდენჯერმე მქონდა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ რომ რამდენად წარმატებულია ეს კომუნიკაცია. (მეილები ხშირად უკან ბრუნდება). ამ საკითხში ძალიან გვჭირდება თქვენი ხედვა და დახმარება. ჩვენ მზად ვართ გავმართოთ დასწრებული და ონლაინ შეხვედრები თუ ტრენინგები.
2) BMJ-ს სამუშაო ჯგუფი, მინისტრის ბრძანებით 2016 წლიდანაა შექმნილი და მეტ-ნაკლები პერიოდულობით იკრიბებოდა. ბოლო შეხვედრა 2019 წლის ნოემბერში შედგა. დონორისგან არის მოლოდინი პერიოდული შეხვედრების და ქმედითი გადაწყვეტილების. აქაც გვჭირდება თქვენი ხედვა ჯგუფის საქმიანობის შესახებ.
სულ მცირე ბრძანებაში წევრების სიაა განსაახლებელი.
3) BMJ-ს ჟურნალში და ჯანდაცვისა ხარისხისა და უსაფრთხოების ფორუმისთვის გამოსვლის განაცხადის მომზადება. ქალბატონმა თამარმა თავისი ინტერესი და ჩართულობა უკვე დამიდასტურა. პირველ დრაფტებს მე მოვამზადებ. იქნებ გამიზიაროთ პოლიტიკისა და შეფასების დოკუმენტები (რაც თქვენ საიტზე და ან matsne.gov.ge-ზე არ დევს) რაც ჯანდაცვის ხარისხს და უპგ ს ეხება და შეიძლება მათი ციტირება.
დიდი მადლობა წინასწარ მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
ტელეფონითაც შეგეხმიანებით,
საუკეთესო სურვილებით,
Ekaterine Cherkezishvili, MD, MPH
BMJ Country Implementation Lead
BMJ Clinician Decision Support (CDS)Training Initiative Project
Mobile: +995 514 44 31 13