KA030114898743920

№ 01-7076 03 / ივლისი / 2020 წ.
იურიდიული დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ნათელა ხმალაძეს


ქალბატონო ნათელა,

პოლიტიკის დეპარტამენტის ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოში განხილულ იქნა თქვენი 2020 წლის 12 ივნისის №01-6069 წერილით გადმოგზავნილი სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ზაალ კაპანაძის 2020 წლის 2 ივნისის N02-1478 მოხსენებითი ბარათით წარმოდგენილი ბრძანებების პროექტები. 

აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ:
ა) „ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში  ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №295/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებბრძანებების პროექტებთან დაკავშირებით შენიშვნები არ გვაქვს.

ბ)
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
ბრძანების პროექტთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ჩვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს:

1. №1 დანართის პირველი მუხლის მე-15 პუნქტის ნაცვლად უნდა ჩაიწეროს მე-16 პუნქტი, ვინაიდან წარმოდგენილი ბრძანების ცვლილება შეესაბამება ბრძანების არსებული რედაქციის მე-16 პუნქტს.   

2.  მიზანშეწონილად მიგვაჩნია,  რომ მოდულის ჩათვლა/არჩათვლაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს პროფესიული განვითარების საბჭომ და შესაბამისად, მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „20. სააგენტო უფლებამოსილია, შერჩევითი მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, მოდულის ჩათვლის/არჩათვლის შესახებ, დააყენოს საკითხი პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე (შემდგომში - საბჭო). საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საბჭო შესაბამისი განხილვის შემდეგ.“

3. №2 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულია, რომ დაწესებულება, რომელსაც სურს, მოიპოვოს აკრედიტაცია უნდა უზრუნველყოფდეს კონკრეტული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული კლინიკური მოდულების სულ მცირე 80%-ის საკუთარ ბაზებზე გატარებას (ბრძანების არსებული რედაქციით - „კლინიკური მოდულების სულ მცირე 1/2-ის საკუთარ ბაზებზე გატარებას“), რამაც ჩვენი აზრით, შესაძლოა, გამოიწვიოს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის განმახორციელებელი აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულებების/სასწავლებლების რაოდენობის შემცირება და ერთეული დაწესებულებების მონოპოლიზაცია. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ბრძანების არსებული რედაქციის ცვლილება განხორციელდეს შესაბამის აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში/სასწავლებლებში არსებული სიმძლავრეების შეფასების შემდეგ.

4. ანალოგიური პოზიცია გვაქვს №2.2 დანართის (აკრედიტაციის კრიტერიუმები) მე-2 პუნქტის „ი“, „ლ,“ „მ“ ქვეპუნქტებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს წელიწადში ვიზიტების რაოდენობის გაზრდას ერთი რეზიდენტი/მაძიებლისთვის. მაგ. „ი“ - თერაპილი სტომატოლოგიისთვის საშუალოდ 300 ვიზიტის ნაცვლად - 500 ვიზიტი, „ლ“ - ორთოპედიული სტომატოლოგიისთვის საშუალოდ 250 ვიზიტის ნაცვლად - 500 ვიზიტი, ხოლო „მ“- ორთოდონტიისთვის საშუალოდ 500 ვიზიტის ნაცვლად - 700 ვიზიტი.

აქაც მიზანშეწონილად მიგვაჩნია, შეფასდეს შესაბამისი აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულებების/სასწავლებლების სიმძლავრეები, რათა რეზიდენტებისთვის/მაძიებლებისთვის არ მოხდეს მზადების პროცესზე ხელმისაწვდომობის შემცირება.   

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროგრამაზე (ქირურგიული სტომატოლოგია - №2.2 დანართის მე-2 პუნქის „კ“ ქვეპუნქტი), რომელიც ამოღებულია ბრძანების არსებული რედაქციიდან, სასურველია, არგუმენტირებული დასაბუთების წარმოდგენა.

გ) „საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01-8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ბრძანების პროექტი დამატებით განხილვისა და ექსპერტული შეფასებისა და მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით, გადაეგზავნა საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციას, რომელმაც წარმოადგინა წერილი აღნიშნული ცვლილების პროექტის მიზანშეწონილობის თაობაზე. წერილში ასევე დამატებით წარმოდგენილია რეკომენდაცია დენსიტომეტრიის, როგორც რადიოლოგიური მეთოდების საფუძველზე ნაწარმოები კვლევის, რომელსაც ატარებენ ექიმი-რადიოლოგები, „რადიოლოგიის“ საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების ნუსხაში დამატების თაობაზე (გიგზავნით რადიოლოგთა ასოციაციის წერილს). 


დანართი
1 ფურცელი.



პატივისცემით,


 

 

მინისტრის პირველი მოადგილე
თამარ გაბუნია