From : Marina Topuridze <M.Topuridze@ncdc.ge>
To : Eka Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>
Subject : 28 ივლისს ჰეპატიტის მსოფლიო დღის აღნიშვნა
Cc : Maia Tsereteli <maia.tsereteli@ncdc.ge>; Nino Mamukashvili <N.Mamukashvili@ncdc.ge>; Lela Kvachantiradze <L.Kvachantiradze@ncdc.ge>
Received On : 06.07.2020 08:13

სალამი კოლეგებო,

როგორც მოგეხსენებათ 28 ივლისს ჰეპატიტის მსოფლიო დღეა, რომელსაც ყოველწლიურად ავღნიშნავთ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

წელსაც, ტრადიციულად, აღნიშნული ღონისძიება გათვალისწინებულია პროგრამაში, თუმცა, კოვიდთან დაკავშირებით სატენდერო პროცედურები შეფერხდა და გამარჯვებული კომპანია (და შესაბამისად თანხა) სავარაუდოდ 20 ივლისს გვეყოლება. წინა წლების ბიუჯეტი აღნიშნულ ღონისძიებაზე მერყეობდა 6000-15000 ლარის ფარგლებში (მაგ: 2018 წელს სამინისტროს და ცენტრის ერთობლივი ხარჯით გაკეთდა). 

გთხოვთ დღეს იქნებ გამოყოთ დრო და დავნიშნოთ ხანმოკლე ონლაინ შეხვედრა რათა გავიაროთ სამინისტროს ხედვა ღონისძიების მასშტაბთან და ღონისძიების სხვა დეტალებთან დაკავშირებით. 

2020 წლის თემა კვლავ "ვიპოვოთ დაკარგული მილიონებია". 
https://www.worldhepatitisday.org/  

პატივისცემით, 


მარინა (მაკო) თოფურიძე


მთავარი სპეციალისტი, 

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო,

ლ. საყვარელიძის სახელობის დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი