| From : | Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge> |
| To : | maia.abuladze@medcap.ge; merab.mikeladze@medcap.ge; medea.zarnadze@medcap.ge; ultramedicina@gmail.com; berishvili.nato@gmail.com; nfmtc@nilc.org.ge; 19poliklinika@gmail.com; t.gamkrelidze@medison.ge; ts.sherozia@medison.ge; n.muradashvili@medison.ge; egiligashvili@evex.ge; nabsandze@evex.ge; bchaligava@evex.ge; n.kobuladze@evex.ge; k.chakhnashvili@evex.ge; 1poliklinika@gmail.com; ioseliani.nfmtc@gmail.com; m.kapanadze@mail.ru; ketevanloria@yahoo.com; dadumed@mail.ru; ketevanjugheli@yahoo.com; polyclinic.4@gmail.com; Besik.manjgaladze@gmail.com; rtevzadze@yahoo.com; rtevzadze@gh.ge; nchejia@evex.ge; vasilcheishvili@gmail.com; idiasamidze@gh.ge; mkhomeriki@gh.ge |
| Subject : | 25 ონლინ კლინიკა |
| Cc : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Received On : | 31.07.2020 13:19 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გიგზავნით 150/ო ბრძანების ცვლილებას. აღნიშნული ცვლილებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და „112“-დან ოჯახის ექიმთან გადამისამართებული ზარების რაოდენობის გათვალისწინებით, 2020 წლის 1 აგვისტოდან განხორციელდება დაწესებულებების დროებითი ოპტიმიზაცია, ბრძანებით განსაზღვრული ცხრილის შესაბამისად. ამასთან:
· ოპტიმიზაციას დაქვემდებარეული დაწესებულებები ვალდებულნი არიან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში დაუბრუნდნენ 24/7 პაციენტთა სატელეფონო კონსულტაციის რეჟიმს;
· ოპტიმიზაციას დაქვემდებარებულ დაწესებულებებში დღეის მდგომარეობით აქტიური ქეისები უნდა დასრულდეს ამავე დაწესებულებების მიერ, პროტოკოლის შესაბამისად;
· აღნიშნული ოპტიმიზაცია არ ეხება ამბულატორიულ პჯრ დიაგნოსტიკას. 25-ვე დაწესებულება აგრძელებს - ცხელებით მიმდინარე შემთხვევის, თუ ამავდროულად პაციენტს აღენიშნება რესპირატორული დაავადების ნიშნები, ან ექიმის გადაწყვეტილებით მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირების პჯრ ტესტირებას.
გთხოვთ, ზემოაღნიშნული სიმპტომების მქონე ყველა პირს ჩაუტაროთ პჯრ ტესტირება.
პატივისცემით,
ლელა წოწორია
ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველო
პოლიტიკის დეპარტამენტი,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
აკ.წერეთლის 144. 0119. ქ.თბილისი, საქართველო.
(+995) 577 949491; (+995) 32 510038 1115.