კრწანისის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბესაძის, კუფტინის, ლერმონტოვის, ხანძთელის, საიათნოვას, ბერიძის, ანტონ კათალიკოსის, დადიანის და ლესელიძის ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდიაშვილის მოედნის, აბესაძის, ლერმონტოვის, ბეთლემის, ასათიანის, ახოსპირელის, ჯიბლაძის, ჩიხლაძის და ალავერდოვის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.