| From : | nino makhashvili <nino.makhashvili.1@iliauni.edu.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | წერილი მოზარდთა და ახალგაზრდათა ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურის დაფინანსების შესახებ |
| Cc : | eadamia@moh.gov.ge; Ivdity Chikovani <i.chikovani@curatio.com> |
| Received On : | 18.08.2020 08:12 |
| Attachments : |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის
სამინისტროს მინისტრს,
ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძეს,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის
სამინისტროს
მინისტრის მოადგილეს,
ქ-ნ თამარ გაბუნიას,
ძვირფასო კოლეგებო,
გვაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ 2019 წლის აპრილის თვიდან ქ. თბილისსა და ბათუმში ფუნქციონირებს დაიწყო
ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრი „კლუბი სინერგია“, რომელიც უწევს კვალიფიციურ, უფასო მომსახურებას 14-დან 25 წლამდე მოზარდებსა და ახალგაზრდებს, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს. ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემები მოიცავს ემოციურ
და ქცევით აშლილობებს, მათ შორის ადიქტურ ქცევებს: ნივთიერებათა
ავადმოხმარება, აზარტული თამაში (გემბლინგი), ინტერნეტ-თამაშები (გეიმინგი) და
ა.შ.
ეს სამსახური დაფუძნდა ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ მიერ ევროკავშირის მიერ
დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ფონდის „ღია საზოგადოება საქართველო“ თანადაფინანსებით.
კლუბი სინერგია არის ფსიქოსოციალური სერვისი, რომელიც ხორციელდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ. გუნდის შემადგენლობაში შედიან ფსიქოლოგები, ადიქტოლოგები, სოციალური მუშაკები და საჭიროების შემთხვევაში - ფსიქიატრები. საინფორმაციო ბუკლეტი
ჩვენი სამსახურის შესახებ, რომელიც ამცნობს ფართო საზოგადოებას, სკოლებს, უნივერსიტეტებს და სხვა უწყებებს ცენტრის საქმიანობის შესახებ,
შეგიძლიათ იხილოთ ბმულში.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსგავსი სერვისი ერთადერთია საქართველოში.
2019 წლის აპრილიდან 2020 წლის ივლისის თვემდე ცენტრი მოემსახურა 600-მდე ბენეფიციარს, რომელთა რაოდენობაც დღითი დღე მატულობს.
COVID-19 პანდემიის გამო შექმნილ სიტუაციაში სერვისი დისტანციურ მომსახურებაზე გადავიდა და აპრილი-ივლისის თვეებში ვემსახურებოდით 14 წ და ზემოთ ასაკის ადამიანებს, ვისაც შფოთვა, დეპრესიული მდგომარეობა, შიშები, სტრესთან დაკავშირებული პრობლემები, ადიქციის/დამოკიდებულების პრობლემები და სხვ. აღენიშნებოდათ. პანდემიით გამოწვეული კრიზისის პერიოდში
ორივე ცენტრი საშუალოდ თვეში 120-125 ბენეფიციარს მოემსახურა.
ეს სამსახური ნიშნავს
წელიწადში საშუალოდ 600-700 მოზარდისა და ახალგაზრდის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას,
ერთმანეთის მიმართ აგრესიული ქცევისა და თვითმკვლელობის პრევენციას; დეპრესიისგან,
შფოთვისა და ტრავმული აშლილობებისგან განთავისუფლებას. მოგეხსენებათ, ეს მაღალი გამტარობა
და მნიშვნელოვანი სტატისტიკაა.
აღსანიშნავია, რომ დონორული
დაფინანსება 2020 წლის 31 დეკემბერს სრულდება და შესაბამისად, ცენტრებს ამ დროისთვის ფუნქციონირების შეწყვეტის
საშიშროება ემუქრებათ.
ამ პერიოდში სამსახურმა დაადასტურა თავისი აქტუალობა, ასევე - მიწოდებული
მომსახურების ეფექტურობა (წინასწარი მონაცემებით) და შესაძლებლობა და პოტენციალი, რომ
გახდეს საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ნაწილი. საქართველოში მოზარდებისა
და ახალგაზრდებისთვის ადიქციებისა და ემოციური და ქცევითი პრობლემების სხვა სერვისი,
გარდა კლუბი სინერგიისა, საქართველოში დღეს არ არსებობს.
სწორედ ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ კლუბი სინერგიის შესაძლო
დაფინანსების საკითხი მომავალი წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში.
ამ სამსახურის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭიროა თვეში 26,129
ლარი თბილისის ცენტრისთვის და 16,686 ლარი ბათუმის ცენტრისთვის, რომელიც მოიცავს ყველა გადასახადს, თანამშრომელთა ხელფასებსა და იჯარის თანხას.
ქვემოთ წარმოდგენილია ორივე ცენტრის ფინანსური საჭიროება 2021 წლებში, ლარებში:
|
1 თვე |
2021 (12 თვე) |
კლუბი
სინერგია-თბილისი |
26,129 |
313,548 |
კლუბი სინერგია-ბათუმი |
18,686 |
224,232 |
სულ
ორივე ცენტრი |
44,815 |
537,780 |
ამავე დროს მოგახსენებთ,
რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბათუმის ჯანდაცვის სამინისტროსთან და ბათუმის მერიასთან,
თუმცა ამ ეტაპზე არ გვაქვს თანხმობა არცერთი უწყებიდან სინერგია-ბათუმის დაფინანსების
შესახებ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პარალელურად მიმდინარეობს სერვისის ეფექტურობის შემსწავლელი კვლევა. კვლევა ხორციელდება საერთაშორისო ფონდ კურაციოს, გლობალური ინიციატივა ფსიაქიატრიაში - თბილისის მიერ ლონდონის ჰიგიენისა და
ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტთან ერთად. კვლევა დასრულდება
2021 წელს, თუმცა შუალედური მონაცემების ანალიზის
შედეგებს წარმოგიდგენთ 2020 წლის სექტემბერში.
მოგმართავთ თხოვნით, ამ უნიკალური და ფრიად მნიშვნელოვანი სერვისის დაფინანსება გაითვალისწინოთ
ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაში.
წერილს ბმულის სახით თან ახლავს სერვისის აღწერილობა და მეთოდოლოგია და საინფორმაციო ბუკლეტი.
წინასწარ გიხდით მადლობას თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
პატივისცემით,