| From : | Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Subject : | ძველი ვერსია |
| Received On : | 04.09.2020 13:02 |
ეკა გიგზავნი ძველ ვერსიას, მაინც გქონდეს
მოგესალმებით,
გიგზავნით საქართველოს მთავრობის N674 დადგენილების ცვლილების პროექტს.
როგორც მოგეხსენებათ, ,,2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 დეკემბრის N674 დადგენილების მოქმედი რედაქციით - 2020 წლის 1 სექტემბრიდან, COVID - 19 - ის დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და კარანტინის ხარჯები ანაზღაურდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქისთვის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირისთვის და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისათვის.
წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად,
- COVID - 19 - ის დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და კარანტინის ხარჯები სრულად ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტით, მიუხედავად მოქალაქეობის სტატუსისა, ამასთან, ცვლილება გაითვალისწინებს 322-ე დადგენილებით, კონკრეტული კონტიგენტისათვის, დაფინანსების გამონაკლისების დადგენის შესაძლებლობას:
,,5. ამ მუხლით გათვალისწინებული მოასრგებლეების მიმართ დაფინანსების განსხვავებული პირობები შესაძლებელია, დადგინდეს ,,იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით.“
- ცვლილება ამოქმედდება 1 სექტემბრიდან.
გთხოვთ, თქვენს შენიშვნებს და კომენტარებს, რის შემდეგაც დადგენიელბის ცვლილების პროექტს მიეცემა მსვლელობა.
პატივისცემით,
ლელა წოწორია
ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველო
პოლიტიკის დეპარტამენტი,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
აკ.წერეთლის 144. 0119. ქ.თბილისი, საქართველო.
(+995) 577 949491; (+995) 32 510038 1115.