პატივცემულო საბჭოს წევრებო, მოგესალმებით,
საბჭოს თავმჯდომარეს, ქალბატონ თამარ გაბუნიას წერილობით მომართა საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, საბჭოს წევრმა, ბატონმა თენგიზ ასათიანმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 მარტის №01- 77/ო ბრძანებით დამტკიცებულ პროტოკოლში - თრომბოემბოლოზმის პრევენცია ანტენატალურად და მშობიარობის შემდგომ პერიოდში ცვლილების შეტანის თაობაზე (წერილთან ერთად წარმოდგენილია შესწორებული ცხრილი და შესაბამისი წყაროები).
ცვლილება შეეხება პროტოკოლის ცხრილში №2 (LMWH თრომბოპროფილაქტიკა რეკომენდებული დოზები ანტენატალური და პოსტნატალური პერიოდისთვის) მედიკამენტ ნადროპარინის დამატებას (ცხრილში ჩამოთვლილ სხვა ანტიკოაგულანტებთან).
გიგზავნით დამტკიცებულ პროტოკოლს და ახალ ცხრილს.
გთხოვთ, შესაძლო მოკლე ვადაში მომწეროთ თქვენი პოზიცია წარმოდგენილ ცვლილებასთან დაკავშირებით.
უღრმეს მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.
პატივისცემით,
საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი
ნანა კალმახელიძე
577 944 934