| From : | Natia Mestvirishvili <natia.mestvirishvili@unwomen.org> |
| To : | mshakh@caucasus.net; n.ugulava@mra.gov.ge; ialadashvili@moh.gov.ge; DPheikrishvili@moh.gov.ge; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; lklimiashvili@moh.gov.ge; Tea Gvaramadze <Tgvaramadze@moh.gov.ge>; DKaikatsishvili@moh.gov.ge; Dsaghinadze@emis.ge; SChantadze@mes.gov.ge; tshapatava@moesd.gov.ge; smekvabishvili@moesd.gov.ge |
| Subject : | შეხვედრა გენდერული სტატისტიკის ეროვნული სტრატეგიის თაობაზე |
| Received On : | 31.08.2020 13:56 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, მუშაობს გენდერული სტატისტიკის ეროვნული სტრატეგიის შექმნაზე. სტრატეგია შეავსებს და გააძლიერებს 2020-2023 ეროვნული სტატისტიკის
განვითარების სტრატეგიას და მის სამოქმედო გეგმას, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2019 წელს დაამტკიცა და დააკავშირებს მას გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების ეროვნულ და საერთაშორისო შეთანხმებთან და შესაბამის ანგარიშგების პლატფორმებთან, როგორიცაა მდგრადი
განვითარების მიზნები (SDGs), სტამბულის კონვენცია, პეკინის პლატფორმა (BPfA)
და საერთაშორისო კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ
(CEDAW).
სტრატეგიის შექმნის პროცესს უძღვება საერთაშორისო კონსულტანტი პროფ. მარიან პეტრესკი. ის ამჟამად საკონსულტანციო შეხვედრებს მართავს სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა მათგან მიიღოს ინფორმაცია არსებული
გენდერულ სტატისტიკაზე, არსებულ საჭიროებებზე და რესურსებზე.
მინდა გთხოვოთ, ჩაერთოთ ამ პროცესში და ონალინ შეხვდეთ პროფ. პეტრესკის
8 სექტემბერს
16 საათზე (ზუმის საშუალებით). გიგზავნით ინტერვიუს კითხვების მონახაზს, რომელთა გარშემოც იქნება შეხვედრა. შეხვედრა მაქსიმუმ 1.5 საათი გაგრძელდება და წარიმართება ინგლისურ ენაზე. თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვნად
დაეხმარება გენდერული სტატისტიკის ეროვნული სტრატეგიის შექმნის პროცესს და ზოგადად, გენდერული მონაცემების შემდგომ გაუმჯობესებას ქვეყანაში.
გთხოვთ ხვალ დღის ბოლომდე
მომწეროთ შეძლებთ თუ არა შეხვედრაზე დასწრებას. საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია უზრუნვენვყოთ თარჯიმნის მომსახურება შეხვედრის დროს - გთხოვთ მომწეროთ ამის შესახებ. კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დამირეკოთ ქვემოთ მითითებულ ნომერზე.
მადლობა და ველი თქვენს გამოხმაურებას.
პატივისცემით,
ნათია
|
Natia Mestvirishvili |