From : nfmtc@nilc.org.ge
To : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Subject : ფჯ მედიკამენტებით უზრუნველყოფა
Received On : 07.10.2020 08:47
Attachments :

ქალბატონო ეკა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით!

მოგეხსენაბათ, ფჯ სახელმწიფო პროგრამები მოიცავს მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

ვინაიდან, აფთიაქებში ამ მომსახურების გატანა გაზრდილ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მინდა შევცვალო აქამდე არსებული პრატიკა (სიმართლე გითხრათ, აფთიაქიდან წამლის გაცემის ცივილური წესი) და მოვახდინო მედიკამენტების შესყიდვა უფრო იაფად,  შესაბამისი უფლების მქონე საბითუმო რეალიზატორისგან.

გთხოვთ, მომცეთ ცნობა, რომ პაციენტის მკურნალობის პროცესში სამედიცინო დაწესებულების მიერ (ამ შემთხვევაში ჩემს მიერ) ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენება/პაციენტისთვის მიწოდება, სამედიცინო მომსახურების ნაწილია და შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისათვის, სამედიცინო დაწესებულებებისთვის დამატებითი/სპეციალური პირობები დადგენილი არ არის.  ვგულისხმობ, რომ აფთიაქის გახსნის ნებრატა არ მესაჭიროება.

გიგზავნით, წარსულში, მსგავს ნებართვას (გაცემულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ).

იმედი გვაქვს თქვენი დახმარების, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას.

პატივისცემით,

ირინე ქაროსანიძე