From : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : სოლიდარობის კვლევის პრეპარატები
Cc : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; igobejishvili@ssa.gov.ge; Alisa Tsuladze <atsuladze@moh.gov.ge>
Received On : 11.08.2020 18:11
Attachments :

ქალბატონო თამარ,   

 

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ჯანმო-ს “Solidarity” კვლევის ფარგლებში საქართველოსთვის მოწოდებულ იქნა შემდეგი ანტივირუსული მედიკამენტები:

 

1.      ლოპინავირ/რიტონავირი (ალუვია) 200მგ/50მგ - 5640 ტაბლეტი (100 პაციენტზე)

2.      ინტერფერონ ბეტა 144 ug/0.5ml (კანქვეშა ინექციისთვის) - 156 შპრიცი (26 პაციენტზე)

3.      ინტერფერონ ბეტა 1 10ug (ინტრავენური ინექციისთვის) - 120 ფლაკონი (20 პაციენტზე)

4.      ჰიდროქსიქლოროქინის სულფატი (პლაქვენილი) 200მგ - 2400 ტაბლეტი (109 პაციენტზე)

როგორც მოგეხსენებათ, ჰიდროქსიქლოროქინის სულფატი (პლაქვენილი) და ლოპინავირ/რიტონავირი (ინტერფერონთან კომბინაციის გარეშე) “Solidarity” კვლევიდან ოფიციალურად იქნა ამოღებული. შესაბამისად, აღნიშნული კვლევის ფარგლებში ამ ეტაპზე (რემდესივირის მოწოდებამდე) უფლება გვაქვს გამოვიყენოთ მხოლოდ ლოპინავირ/რიტონავირის და ინტერფერონ ბეტა 1 -ს კომბინაცია (სულ 46 პაციენტზე).   

 

ამჟამად “Solidarity” კვლევაში ქვეყნის მასშტაბით ჩართულია სულ ხუთი COVID კლინიკა: 

 

1.      ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი 

2.      ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა

3.      ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა – რესპუბლიკური საავადმყოფო

4.      თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

5.      საჩხერის რაიონული საავადმყოფო

 

რაც შეეხება დანარჩენ COVID კლინიკებს, როგორც ვიცით, ჯანმო-სგან უკვე მიღებულია თანხმობა მათი კვლევაში დამატებით ჩართვის თაობაზე და სამინისტრო აწარმოებს შესაბამის პროცედურებს.   

 

მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ ეტაპზე ზემოთაღნიშნულ ხუთ COVID კლინიკას გადაეცეს 38 პაციენტისთვის სამყოფი მედიკამენტები: ლოპინავირ/რიტონავირი (2016 ტაბლეტი) და ინტერფერონ ბეტა 1 (20 შპრიცი კანქვეშა ინექციისთვის და 18 ფლაკონი ინტრავენური ინექციისთვის). მედიკამენტების დანარჩენი მარაგი (8 პაციენტზე) შენახულ იქნეს რეზერვში.   

 

თანდართული excel-ის ფაილით გიდგენთ კვლევაში ჩართული COVID კლინიკებისთვის გადასაცემი მედიკამენტების: ლოპინავირ/რიტონავირის და ინტერფერონ ბეტა 1 -ს(კანქვეშა და ინტრავენური) განაწილებას.

 

გთხოვთ, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში უზრუნველყოთ ზემოთაღნიშნული მედიკამენტების განაწილება კლინიკებისთვის.

 

პატივისცემით,  

 

თენგიზ ცერცვაძე