| From : | Nia Khachidze <nkhachidze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | საქმიანი ვიზიტორების სისტემაში დადასტურების შესახებ |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Eka Koberidze <ekoberidze@moh.gov.ge> |
| Received On : | 25.08.2020 13:48 |
| Attachments : |
ბატონო გიორგი, მოგესალმებით!
ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველო, სამინისტროს კომპეტენციის ფარგელბში, მართავს საქმიანი ვიზიტორებისთვის შემქმნილ სპეციალურ სისტემას, სადაც ხდება ბიზნეს ვიზიტორების შესახებ შემოსული განცხადებების განხილვა და მათთვის ქვეყანაში შემოსვლის მიზნით ნებართვების
გაცემას. აღნიშნული სისტემა ითვალისწინებს პირველად განხილვას და შემდგომ მინისტრის მოადგილის მიერ მეორე დონის დადასტურებას. ვინაიდან ქალბატონი თამარის მოვალეობის შემსრულებელი ბრძანდებით, თქვენთვის სისტემაში გაიხსნა შესაბამისი მომხმარებელი, რათა შეძლოთ განცხადებების
დადასტურება.
სისტემაში შესასვლელად, გთხოვთ, გამოიყენეთ შემდეგი ბმული და რეკვიზიტები:
ბმული: https://registration.gov.ge
(პირველად შესვლის შემდეგ შეგიძლიათ შეცვალოთ პაროლი)
ამჟამად ვიზირების გრაფაში მოთავსებულია 11 განაცხადი, რომლებიც პირველადი განხილვის შემდეგ ელოდება დადასტურებას. დადასტურების მიზნით თითოეული განაცხადს კურსორით მონიშვნის შემდეგ გადასვავთ გვერდით მდგომ, დადასტურების გრაფაში (იხ. სურ 1). ეს ნიშნავს, რომ განმცხადებელს
ავტომატურად მიუვა დასტურის მეილი.
განცხადებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თითოეულ განცხადებაში სათითაოდ შესვლით, ამავდროულად, გიგზავნით თითოეულ განცხადებაზე მცირე ინფორმაციას, რაზე დაყრდნობითაც, პირველადი განხილვის შედეგად, გადაწყდა მათთვის დასტურის გაცემა:
1) Natalia Khobta - სამედიცინო მასალებისა და აპარატურის კომპანია ახალი მიმართულების განვითარების მიზნით იწვევს მთავარ მენეჯერს უკრაინიდან. განსაზღვრული გვაქვს 72 საათში ერთხელ ტესტირების რეჟიმი.
2) ANTONIOS PANTELEON - გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა იწვევს საბერძნეთიდან პირს ტრენინგების ჩასატარებლად. განსაზღვრული გვაქვს 72 საათში ერთხელ ტესტირების რეჟიმი.
3) Urlike Dapunt - კლინიკა გული ავსტრიიდან იწვევს ექიმ-ოტორინოლარინგოლოგს ტრენინგის ჩასატარებლად. განსაზღვრული გვაქვს 72 საათში ერთხელ ტესტირების რეჟიმი.
4) Mamuchashvili David - კლინიკა პინეო სამედიცინო ეკოსისტემა რუსეთის მოქალაქეს იწვევს კლინიკის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის მიზნით. განსაზღვრული გვაქვს 12 დღიანი კარანტინის რეჟიმი.
5) David Shalolashvili - კომპანია ელექსირ გლობალი ისრაელის მოქალაქეს იევევს სადეზინფეციო ხსნარების ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების საწარმოებლად. განსაზღვრული გვაქვს 72 საათში ერთხელ ტესტირების რეჟიმი.
6) ODEM SEYITAL ---
7) YAVUZ CANER -- კლინიკა რუსთავი იწვევს ინჟინრებს ტომოგრაფის დასამონტაჟებლად. განსაზღვრული გვაქვს 72 საათში ერთხელ ტესტირების რეჟიმი.
8) VERONIQUE MIOLLANY - მსოფლიო ექიმების საქართველოს წარმომადგენლობა საფრანგეთიდან იწვევს გენერალურ კოორდინატორს. განსაზღვრული გვაქვს 12 დღიანი კარანტინის რეჟიმი.
9) afifa aktas---
10) sevde aktas---
11) muna aktas -- გერმანული კლინიკის დირექტორი თურქეთიდან იწვევს საკუთარ ორ შვილსა და ცოლს, რომელსაც ასევე აქვს თავისი კომპანია საქართველოში. განსაზღვრული გვაქვს 12 დღიანი კარანტინის რეჟიმი.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში განაცხადებთან ან ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებით შეგიძლიათ დამიკავშირდეთ.