From : Magda Naskidashvili <MNaskidashvili@ssa.gov.ge>
To : eadamia@moh.gov.ge; ltsotsoria@moh.gov.ge; ttavidashvili@mo.gov.ge
Subject : სასწრაფოდ გადასაწყვეტი საკითხები !
Cc : tmeliqidze@yahoo.com; kchkhartishvili@ssa.gov.ge; mgurabanidze@ssa.gov.ge
Received On : 28.09.2020 11:32

            მოგესალმებით,
მიმდინარე სიტუაციის გათვალისწინებით, გიგზავნით რამდენიმე აქტუალურ
საკითხთან დაკავშირებით , ჩვენს მოსაზრებებსა და კითხვებს:
  1. როგორც ცნობილია, covid 19 - მართვის კლინიკებში, covid - დადასტურებული პაციენტები გადაყავთ საკარანტინე სივრცეებიდან, კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩასატარებლად. ამ ეტაპზე, კლინიკებს მიეცათ რეკომენდაცია, აღნიშნული მომსახურება პროგრამის ფარგლებში ატვირთონ შესაძლო შემთხვევის დიაგნოსტიკის კოდით, რომლის ღირებულებაა 150 ლარი. ვინაიდან პროგრამის მიხედვით მომსახურებას ეწოდება - ,,შესაძლო შემთხვევის დიაგნოსტიკა (გარდა COVID-19-ის დასადგენი ტესტირებისა)”, ხოლო ამ შემთხვევებში მომსახურება ამ კოდის ფარგლებში უტარდება დადასტურებულ შემთხვევებს, მიზანშეწონილია, თქვენი თანხმობის შემთხვევაში ,,შესაძლოს“ / დაემატოს ,,დადასტურებული”.
  2. დაგვიკავშირდა შპს BROTHERS -ს წარმომადგენელი (მის. ბათუმი გენერალ ასლან აბაშიძის 14. 100 საწოლით მობილიზებილი. 17.09. დან ), რომ ქალბატონი მარინა ეზუგბაიას რეკომენდაციით, ყველა პაციენტს, რომელიც გადადის კარანტინში, უტარებენ კვლევების სტანდარტულ ჩამონათვალს, მათ შორის CT , კვლევების ჯამური ღირებულება არის 300 ლარამდე. შესაბამისად დაისვა კითხვა 150 ლარის ღირებულებასთან დაკავშირებით.
  3. როგორც ცნობილია, კლინიკებს მიეცათ რეკომეენდაცია: ,,COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების მართვის მიმწოდებელ ყველა სტაციონარულ დაწესებულებას აქვს შესაძლებლობა, ცალკეულ შემთხვევებში (მძიმე, კრიტიკულ და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობისას), საჭიროების მიხედვით, მოიწვიოს კონსულტანტები, მათ შორის COVID-19-ის კლინიკური მართვის გამოცდილების მქონე კლინიკებიდან, ასევე, პრაქტიკული მუშაობის და ექსპერტული გამოცდილების მქონე სპეციალისტები შინაგანი მედიცინის, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის, ინფექციურ სნეულებათა სპეციალობის, ეპიდემიოლოგიის მიმართულებით. კონსულტანტების მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება დადასტურებული COVID-19-ის ფაქტობრივი ხარჯის ფარგლებში".   მოცემული მომენტისთვის იმ კლინიკების შესრულებული სამუშაოს დამუშავების დროს, რომელიც მობილიზებულია (ანუ ანაზღაურდება დაცლილი საწოლების ღირებულება (100/120 ლარი)), კონსულტანტის მომსახურების ღირებულება არ ანაზღაურდება (არ ითხოვს კლინიკა, თუ ითხოვს კორექტირდება). ზემოაღნიშნული პირობის შესასრულებლად, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, მიზანშეწონილია განისაზღვროს იმ სამედიცინო პერსონალის ნუსხა, რომელთა მიწვევის შესაძლებლობა ექნებათ კლინიკებს და დამტკიცდეს ბრძანებით, ხოლო მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესის ვ.გ) - თანახმად, ,,ამავე ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანხა ანაზღაურდება განმახორციელებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და საწოლების რაოდენობის მიხედვით და მოიცავს სამედიცინო პერსონალის ხელფასებს, კომუნალურ და ასევე საკანცელარიო/სამეურნეო ხარჯეებს „, აღნიშნულ პუნქტს, საგამონაკლისო პირობად განესაზღვროს , ,,გარდა N --- ბრძანებით გათვალისწინებული სამედიცინო პერსონალისა (კონსულტანტისა)“.
 
  1. გარდა ამისა, COVID 19 -ის ფარგლებში 1 სექტემბრიდან განსაზღვრულ მოსარგებლებლეთა ერთ-ერთი ჯგუფის - 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208 – №01-55/ნ – №127 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლების თაობაზე, ინფორმაციას კლინიკები ითხოვენ, რა დოკუმენტით უნდა მოხდეს პირის იდენტიფიცირება, ამასთან გთხოვთ მიგვითითოთ, აღნიშნული პირების მონაცემთა ბაზებთან როგორ, ვისი საშუალებითა და ჩართულობით მოიპოვოს სააგნეტომ წვდომა?
  2. შესაბამისობაშია მოსაყვანი ასევე : მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი - ,,გ" პუნქტის ,,გ.ა" ქვეპუნქტის მიმწოდებელია 2020 წლის 23 მაისიდან „იზოლაციისა და კარანტინის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების დანართ №1-ითა და დანართ №2-ით, განსაზღვრული დაწესებულებები, ხოლო „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია 2020 წლის 23 მაისიდან „იზოლაციისა და კარანტინის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების დანართ №1-ით განსაზღვრული დაწესებულებები“ . ვინაიდან, 2020 წლის 19 სექტემბრის N01-467/ო ბრძანებით დამტკიცებულ დანართში, ყველა დაწესებულება არის კოვიდ დადასტურებული შემთხვევების მართვის კლინიკა და ამასთან ზოგიერთი დაწესებულება (მაგ. ბომონდი - ქობულეთი და სხვა..) საერთოდ არ არის 322 დადგენილებით განსაზღვრული, აღნიშნული ბრძანება შესაბამისობაშია მოსაყვანი 322 დადგენილებასთან.
  3. გარდა ამისა, ახალი ბრძამებით გათვალისწინეუბული რიგი დაწესებულებები დასამატებელია 2020 წლის 23 აპრილის 01-174/ო ბრძანებით საგამონაკლისო დაწესებულებების ჩამონათვალში, რომელიც დაწესებულებას ათავისუფლებს ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის სანებართვო დანართის ფლობის ვალდებულებისგან
  4. ამასთან, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვის მიხედვით, COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების დიაგნოსტიკური ალგორითმი მოიცავს: სისხლის საერთო ანალიზი · C რეაქტიული ცილა · გულმკერდის რენტგენოგრაფია · ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-CoV-2-ის რნმ-ის განსაზღვრა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით და/ან SARS-CoV-2-ის ანტიგენის/ანტისხეულის განსაზღვრა სწრაფი მარტივი მეთოდით. კლინიკური ჩვენების მიხედვით დამატებით შესაძლებელია ქვემოთ ჩამოთვლილი კვლევების ჩატარებაც: · ბიოქიმიური მაჩვენებლები (ALT, AST, კრეატინინი, ლაქტატი, გლუკოზა) · კოაგულოგრამა · მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის, გაზების და ელექტროლიტების განსაზღვრა · D-დიმერი · ფერიტინი · პროკალციტონინი · I და T ტროპონინები.      წარმოდგენილ სამუშაოებში არის შემთხვევევბი, როცა პაციენტს, გარდა ჩამოთვლილისა, უტარდება მაგ. მუცლის ღრუს ორგანოების, საშარდე სისტემის, ან/და გინეკოლოგიური ექოსკოპიები, ეკგ და სხვა. ასევე ლაბორატორიული კვლევების ნუსხა ხშირ შემთხვევბში მოიცავს ისეთ კვლევებს, როგორიცაა სკრინინგი ჰეპატიტებზე ან/და აივ- ინფექციაზე, შარდის საერთო ანალიზი და სხვა. ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიმდინარე რეკომენდაციით, შესაძლო შემთხვევბის გარკვეულ ნაწილს უტარდება CT კვლევა. გამომდინარე აქედან, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, მიზანშეწონილია ზემოაღნიშნულ ჩამონათვალს, დაემატოს ჩანაწერი : ,,.... I და T ტროპონინები და სხვა საჭიროების შესაბამისად“.
 
პატივისცემით,
მაგდა ნასყიდაშვილი

ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მისამართი: აკაკი წერეთლის გამზირი 144, 0119, თბილისი
მობილური: (+995) 99 09 39 10
ელ–ფოსტა: MNaskidashvili@ssa.gov.ge