From : Marina Latsabidze <mlatsabidze@moh.gov.ge>
To : Ketevan Natsvlishvili <knatsvlishvili@moh.gov.ge>; Maia Tsotsoria <mtsotsoria@moh.gov.ge>; Ana Birkaia <abirkaia@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; mshavshishvili@ssa.gov.ge; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>
Subject : სამუშაო ჯგუფი
Cc : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>
Received On : 08.10.2020 15:21
Attachments :
41_ბრძანება.rtf ბრძანების პროექტი 465 და 32-102 ერთობლივი ბრძანებების გაერთიანება.djvu განმარტებითი_ბარათი_-_პრობლემის_აქტუალობა.docx საერთაშორისო_ექსპერტთა_რეკომენდაციები_-_2015_წ_.pdf საერთაშორისო_ექსპერტთა_რეკომენდაციები_-_2019_წ_.pdf ტივილის_შეფასების_ფურცელი_ადაპტირებ.docx ტკივილით_მიმდინარე_ჯანმრთელობის_მგომარეობები_და_დაავადებები_3-1.docx

კოლეგებო მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, მინისტრის პირველი მოადგილის ქალბატონ თამარ გაბუნიას რეზოლუციის შესაბამისად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებების ბრუნვის სფეროში მოქმედი ზოგიერთი ნორმატიული აქტის გადამუშავების მიზნით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით (COVID – 19 პანდემია) მიზანშეწონილია, საკითხების განხილვა, მოსაზრებების გაზიარება და პრინციპებზე შეთანხმება მოხდეს ელ. ფოსტის საშუალებით. პირველ ეტაპზე, გიზიარებთ პალიატიური მზრუნველობისა და ტკივილის პოლიტიკის ექსპერტების წერილს და თანმხლებ დოკუმენტებს (ნორმატიული აქტების პროექტებს), რომლებიც ოფიციალური სახით არის წარმოდგენილი სამინისტროში. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს დოკუმენტები შემუშავებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთ სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, თუმცა ამ პირების მოძიება ვერ მოხერხდა (მითითებული ერთი პირი ჯანდაცვის სამინისტროში აღარ მუშაობს). წარმოდგენილი დოკუმენტები საჭიროებს გადამუშავებას და საკვანძო საკითხებზე მსჯელობას და შეთანხმებას. წარმოდგენილი ცვლილებებიდან გამოვყოფდი რამდენიმე ძირითად საკითხს: • პალიატიური პაციენტებისათვის ნარკოტიკული საშუალებების 14 დღიანი მარაგის გაცემა, ნაცვლად 5 დღიანი მარაგისა; • ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოწერა და გაცემა მოხდეს ყველა იმ პაციენტისათვის, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით აღენიშნებათ ტკივილი და მისი კუპირება არანარკოტიკული საშუალებით ვერ ხერხდება; • ნარკოტიკული საშუალების გამოწერის უფლება ჰქონდეს ყველა სერტიფიცირებულ ექიმს; • ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათში ჩამატებული იქნეს ტკივილის შეფასების ფურცელი. • და სხვა. ზემოაღნიშნული ცვლილებები გააუმჯობესებს პაციენტების ხელმისაწვდომობას ნარკოტიკულ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებზე, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება მათი ცხოვრების ხარისხზე, რასაც ჩვენ მივესალმებით, თუმცა, ქვეყნის ნარკოვითარების გათვალისწინებით, აუცილებელია კონტროლის ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომელიც ნაქსიმალურად შეამცირებს ნარკოტიკული საშუალებების არაკანონიერ არხებში გადინების რისკებს. გთხოვთ ერთი კვირის ვადაში მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, პოლიტიკის დეპარტამენტი დააორგანიზებს შეხვედრას, 19 ოქტომბერს 14.00 საათზე, სადაც დეტალურად ვიმსჯელებთ წარმოდგენილი ცვლილებების ნორმატიულ აქტებში ასახვის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. პატივისცემით, მარინა ლაცაბიძე PS: დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შიდა ნომერზე 11-18 ან მობილურზე 595 35 60 65 მარინა ლაცაბიძე