From : Irina Gobejishvili <IGobejishvili@ssa.gov.ge>
To : nshengelidze@moh.gov.ge
Subject : სამუშაო შეხვედრაზე წარსადგენი დოკუმენტების მომზადებასთან დაკავშირებით
Cc : tmeliqidze@yahoo.com; Eka Sharadze <esharadze@moh.gov.ge>; eadamia@moh.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; mnaskidashvili@ssa.gov.ge
Received On : 30.09.2020 10:27
Attachments :

ქალბატონო ნაილი, მოგესალმებით
 
მოგეხსენებათ 2021 წლისთვის ჯანმრთელობის დაცვის სახლმწიფო პროგრამის ფარგლებში შესასყიდი მედიკამენტების რაოდენობის განსაზღვრამდე უნდა:
 
  1. დამტკიცდეს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, კომპონენტის მითითებით, შესასყიდი ფარმაცევტული პროდუქტის ნუსხა;
  2. დამტკიცდეს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესასყიდი ფარმაცევტული პროდუქტის ტექნიკური დავალება;
  3. დამტკიცდეს შესასყიდი ფარმაცევტული პროდუქტის დაგეგმარების მიზნით, შესაბამის უწყებებში წარსადგენი ინფორმაციის ე.წ ,,ქუდი’’,
ამასთან დაკავშირებით გიგზავნით აქამდე არსებულ ტექნიკურ დავალებებს თითოეული მედიკამენტის მიხედვით და მედიკამენტების ჩამონათვალს. გთხოვთ, გადახედოთ, უნდა დარჩეს თუ არა არსებულ ფორმატში თუ საჭიროებს კორექტირებას, ან უნდა ჩამოყალიბდეს სრულიად განსხვავებული ფორმით.
დოკუმენტაციასთან დაკავშირებით კითხვების შემთხევვაში მზად ვართ ნებისმიერ დროს დეტალურად გავიაროთ თითოეული შემთხვევა. 
შენიშვნა: ექსელის ფალიში მითითებული სავაჭრო დასახელებები არის ნიმუშის სახით, თუ რამდენად შესაბამისობაშია საერთაშორისო დასახელებასთან.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის
პატივისცემით,
ირინა გობეჯიშვილი

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს
მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით
უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი

მობ: 599 22 59 82