| From : | Nino Grdzelishvili <ngrdzelishvili@comcom.ge> |
| To : | mjokhidze@moh.gov.ge; mbaidauri@moh.gov.ge; umuradashvili@moh.gov.ge; kshalikadze@moh.gov.ge; eadamia@moh.gov.ge; zkapanadze@moh.gov.ge |
| Subject : | საკონსულტაციო მხარდაჭერა ელექტრომაგნიტური გამოსხივების ნორმებთან დაკავშირებით |
| Received On : | 27.03.2021 17:36 |
| Attachments : |
ძვირფასო კოლეგებო,
როგორც თებერვალში გამართულ შეხვედრაზე მოგახსენეთ, კომუნიკაციების კომისია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ა(ა)იპ „ოუფენ ნეტთან“ ერთად, მსოფლიო ბანკის
დაფინანსებითა და მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "Log-in Georgia". აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნულ სტრატეგისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობის გზით საქართველოს სოფლის
მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.
როგორც შეხვედრაზე ვისაუბრეთ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია საკონსულტაციო მხარდაჭერა ელექტრომაგნიტური გამოსხივების ნორმებთან დაკავშირებით. შეთანხმებისამებრ,
ინფორმაციისთვის გიზიარებთ ჩვენს მიერ მომზადებულ ე.წ. ტექნიკურ დავალებას( Terms of Reference for Consultancy Services), რომლის საფუძველზეც უნდა გამოცხადდეს ტენდერი საერთაშორისო ექსპერტის შერჩევის მიზნით.
გთხოვთ, ასეთის არსებობის შემთხვევაში თქვენი შენიშვნები და რეკომენდაციები გაგვიზიაროთ
2 აპრილამდე.
კითხვების ან დეტალების დაზუსტების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შემეხმიანოთ.
პატივისცემით,
ნინი
|
ნინო გრძელიშვილი +995 577 770707 საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების
მართვის სამსახურის
უფროსი |
|
|
|
|