როგორ უმკურნალებდით ამგვარ პაციენტს?
|
25 წლის მამაკაცს აღენიშნება ცხელება, თავის ტკივილი, რეტრო-ორბიტალური ტკივილი, ართრალგია და მიალგია. სიმპტომები გრძელდება მთელი სამი დღის განმავლობაში. პაციენტი ასევე უჩივის ტკივილს კანჭის კუნთებში.
ის მახლობელ ფერმაში ხილის კრეფაზე მუშაობს. სისხლის ანალიზი მიუთითებს თრომბოციტოპენიასა და ლეიკოციტოზს. პაციენტი გადაყვანილია საავადმყოფოში. მას უვითარდება სუნთქვის გაძნელება / ქოშინი. გულმკერდის არეზე გადაღებული რენტგენი აჩვენებს ორმხრივ ინტერსტიციულ ინფილტრატს. ლაბორატორიული კვლევის შედეგებით გამოვლენილია ღვიძლის მომატებული ამინოტრანსფერაზა, დგინდება შარდში სისხლის არსებობა (ჰემატურია), სისხლში ჰიპერნატრიემია და ჰიპოკალემია.
როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს სავარაუდო დიაგნოზი? რა ანალიზებს გააკეთებდით? და რა სახის მკურნალობას დანიშნავდით? |
|
|
|
|
|
|