როგორ უმკურნალებდით ამ პაციენტს?
19 წლის მამაკაცს 2 დღის განმავლობაში აღენიშნება თავის ტკივილი და გულისრევა. ამბობს, რომ კაშკაშა სინათლე თვალს სტკენს. ანამნეზი არ მოიცავს რაიმე ყურადსაღებ შემთხვევებს. მოცემულ მომენტში რეგულარულად არ იღებს მედიკამენტებს და რომელიმე მედიკამენტის მიმართ ალერგიული რეაქციაც არ დაფიქსირებულა.
ის ბიბლიოთეკაში მუშაობს და წელიწადია, საზღვარგარეთ არ უმოგზაურია. ცხოვრობს მეგობარ გოგოსთან ერთად.
გასინჯვისას ფიქსირდება ტემპერატურის მატება და კისრის დაჭიმულობა.
წელის პუნქცია ავლენს პოლიმორფონუკლეურ პლეოციტოზს, პროტეინის მატებასა და შემცირებულ გლუკოზას თავ-ზურგტვინის სითხეში.
როგორ ფიქრობთ, რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე? რა სახის დამატებით ანალიზებს მოითხოვდით? და როგორ იმოქმედებდით?
იმისთვის, რომ მოიძიოთ პასუხები ამ და სხვა მნიშვნელოვან შეკითხვებზე, გადადით ბმულზე, რომ გაეცანით აღნიშნულ თემებს.
|