მოგესალმებით,
სულ რამდენიმე კვირაა ამოქმედდა ქვეყანაში საქმიანი ვიზიტით შემომსვლელთა შესაბამისი პროცედურები. ვიზიტორთა უმეტესი ნაწილის ქვეყანაში შემოსვლის პირობაა 72 საათში ერთხელ პჯრ ტესტირება (საკუთარი ხარჯებით). დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პჯრ ტესტირების მაგივრად ბიზნეს ვიზიტორებმა გაიკეთეს სწრაფი ტესტი, რაც დაუშვებელია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ფაქტი და წინასწარ განსაზღვროთ რისთვის ესაჭიროება პაციენტს ტესტირება, თუ იგი წარმოადგენს საქმიან (ბიზენს) ვიზიტორს აუცილებლად ჩაუტარეთ პჯრ ტესტირება და არა სწრაფი ტესტი. აღნიშნული არ ეხებათ მძღოლებს.
გთხოვთ, ზემოხსენებული ინფორმაცია, ასევე, მიაწოდეთ პასუხისმგებელ პირებს თქვენს სამედიცინო დაწესებულებებში.