From : Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : პჯდ-ს ტრენინგები
Cc : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Received On : 11.10.2020 17:25

თამუნა,

  1. პჯდ ტრენინგთან დაკავშირებით, ქალბატონ ირინა ქაროსანიძესთან ერთად შევჯერდით, შემდეგ აქტივობებზე:
  1. გადაიხედოს Covid19-ის მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვის პროტოკოლი;
  2. შემუშავდეს კლინიკური პროტოკოლი პჯდ პერსონალისთვის COVID-19-ით დაავადებული პაციენტების ბინაზე გაწერის შემდეგ სამართავად;
  3. შემუშავდეს ინფექციონისტი - ეპიდემიოლოგი  - პჯდ-ს თანამშრომლობის პროტოკოლი, როგორც მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვის, ასევე, ჰოსპიტლიდან გამოწერის შემდეგაც.
  4. აღნიშნულ საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარდეს პჯდ-ებს.

 

პროცესი წარმოგვიდგენია ასე:

სცენარი N1:

ადგილზე ტრენინგი ჩაუტარდება 29 ონალინ კლინიკას, და ასევე, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის დარჩენილ სხვა პჯდ-ებს.

შემდგომში გაგრძელდება სუპერვიზია.

ჩატარდება ტრენერების ტრენინგები, რომლებიც შემდეგ ონლაინ ტრენინგებს ჩაუტარებენ დარჩენილ რაიონების პჯდ-ებს და სოფლის ექიმებს.

 

სცენარი N2 (ტექნიკურად ალბათ რთული განსახორციელებელი იქნება, დიდი დრო დასჭირდება):

ადგილზე, როგორც თბილისის, ასევე, რეგიონების და რაიონების მიხედვით ტრენინგი ჩაუტარდება ყველა პჯდ-ს და სოფლის ექიმს.

შემდგომში გაგრძელდება სუპერვიზია.

 

ღონისძიებების დასაგეგმად გვეკითხებიან, რა პერიოდისთვის უნდა დასრულდეს ტრენინგი?


პატივისცემით, 


ლელა