From : Ana Darakhvelidze <adarakhvelidze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; A.Gamkrelidze@ncdc.ge; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Amiran Gogitidze <agogitidze@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge>; episurv@ncdc.ge; kh.getia@ncdc.ge
Subject : პრობლემური საკითხები
Cc : Tikhardziani@gmail.com
Received On : 12.08.2020 15:22

მოგესალმებით, სამუშაო პროცესში დაგროვდა რამდენიმე საკითხი, რომელზეც აუცილებლად გვესაჭიროება ზუსტი პასუხი, საზოგადოებისთვის უტყუარი და სრული ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფისთვის.

 

1)      სვანეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები უკავშირდებიან 112 -ს ესაუბრებიან ექიმს და იღებენ თვითიზოლაციის მითითებას, შემდგომ ინტერესდებიან იზოლაციის ცნობის აღების პროცედურით, ეძლევათ მითითება, რომ უნდა დაუკავშირდნენ ეპიდემიოლოგებს. უკავშირდებიან 116 001-ს  (NCDC- ცხელ ხაზს), საიდანაც ამისამართებენ  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში - 1499-ზე, იქედან ამისამართებენ 15 05-ზე.  

 

გთხოვთ, მომაწოდოთ ინფორმაცია, ასეთ შემთხვევაში რა მითითება უნდა გასცეს სამინისტროს ცხელმა ხაზმა -1505-მა, მოგახსენებთ, რომ თვითიზოლაცია/კარანტინის ბაზების დამუშავება ხდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების  და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

 

 

2)      სამინისტროს ცხელ ხაზზე ფიქსირდება ზარები, სადაც ინიციატორი ითხოვს საწარმოებლად გამზადებული პირბადის ნიმუშის ტექნიკური მახასიათებლის შემოწმებას. ყველა ზარი არის გადმომისამართებული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზიდან - 116 001.

გთხოვთ მომაწოდოთ ინფორმაცია,  რომელი სამსახური ასრულებს აღნიშნულ პროცედურას და სად გადავიმართო მსგავს სიტუაციაში მოქალაქე/მწარმოებელი.

 

 

 

3)      როდესაც მოქალაქე მომართავს სამინისტროს კითხვით, როგორ შეიძლება გადავიდეს კარანტინიდან თვითიზოლაციაში, აქვს თუ არა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს (ცხელი ხაზის წარმომადგენელს/მოქალაქეთა მისაღებს) უფლება მიაწოდოს ზოგადი ინფორმაცია თვითიზოლაციაში გადასვლასთან დაკავშირებით.

 

 

4)      ცხელ ხაზზე ფიქსირდება ზარები,  ითხოვენ იმ ლაბორატორიების ჩამონათვალს, სადაც არის შესაძლებელი PCR ტესტის ჩატარება, აღნიშნულ ზარებს ვამისამართებთ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზზე - 116 001, მაგრამ ზარები ბრუნდება უკან, მითითებით, რომ მათ არ აქვს ეს ინფორმაცია. გთხოვთ მომაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცის გაცემაზე პასუხისმგებელი სამსახური.

 

 

5)      რაც შეეხება 2020 წლის 1 აპრილის მინისტრის N01-145/ო ბრძანებას, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია რომელი სამსახური, რა კომპონენტით უნდა ჩაერთოს თვითიზოლაცია/კარანტინში მყოფი პირების ცნობების გაცემის პროცესში, მინდა ავღნიშნო, რომ ამ ბრძანების საფუძველზე მოწოდებულ თვითიზოლაცია/კარანტინის მონაცემებში არის უზუსტობები, კერძოდ ზოგ შემთხვევაში არ ემთხვევა თვითიზოლაცია/კარანტინის დაწყება/დასრულების თარიღები, ზოგ შემთხვევაში არ არის სწორი კარანტინში მყოფი პირის პირადი ნომერი/სახელი და გვარი, რაც აფერხებს მონაცემების მოძიების პროცესს.

გთხოვთ უმოკლეს დროში მოვახდინოთ ამ ხარვეზის გამოსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტროს მიერ ხდება თვითიზოლაცია/კარანტინში მყოფ პირებზე ცნობების გაცემა არაზუსტი რიცხვებით, რაც  ხშირ შემთხვევაში წარმოქნის ძალიან დიდ პრობლემას.

 

 

 

პატივისცემით,

 

ანა დარახველიძე

ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და

საინფორმაციო/საკონსულტაციო მომსახურების სამმართველოს უფროსი,

მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა

შრომისჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
აკ.წერეთლის 144.  0119. .თბილისი, საქართველო.
(+995)
577 306 987; (+995) 32 2510011 0812.