მოგესალმებით კოლეგებო,
როგორც მოგეხსენებათ, მინისტრის დავალებით მიმდინარეობს სამინისტროს დებულების მოდიფიცირება, რომლის თანმდევი პროცესია საჯარო მოსამსახურეების სამუშაო აღწერილობების დამტკიცება.
აღნიშნული დოკუმენტის შემუშავების მიზნით, სამუშაო ჯგუფის მიერ (პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების პროექტის საფუძველზე) გაწერილ იქნა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსების სამუშაო აღწერილობები.
სამმართველოების ფუნქციონალური სპეციფიკის გათვალისწინებით, თანდართული დოკუმენტების შესაბამისად, არაუგვიანეს 22 ივლისისა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო აღწერილობები.
პატივისცემით,
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში
(კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში)
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
ნატო ნათენაძე