From : Irina Karosanidze <nfmtc@nilc.org.ge>
To : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge>
Subject : ონლაინ კლინიკების მომსახურების გაუმჯობესება/მხარდამჭერი სტრუქტურების ჩამოყალიბება
Received On : 15.10.2020 16:41

ქალბატონო ეკა, ქალბატონო ლელა, მოგესალმებით!
მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება დღევანდელი შეხვედრის თემაზე:
როგორც გავიგე, მინისტრის მიერ წარმოდგენილი ახალი სტრუქტურა, იქნება ის ფილტრი, რომელიც 112-დან გადმომისამართებულ ზარებს გაფილტრავს და ამის შემდეგ, გადმოამისამართებს ჩვენსკენ, ონლაინ კლინიკებისკენ.
ეს სტრუქტურა, ასევე, მოემსახურება კოვიდ-დადებითების მონიტორინგს იქ, სადაც ეს საჭირო იქნება.
ასევე, დარჩება ონლაინ კლინიკებიც, რომელიც სეზონური ინფექციების დროს განტვირთავენ 112-ის დატვირთვას, საჭიროების დროს.
მას შემდეგ, თუკი სადაზღვევოების გარდა, გაფართოვდება ქსელი, რომელიც თავიანთ რეგისტრირებულ პაციენტს მიხედავს, ონლაინ კლინიკების ქსელიც შემცირდება და მხოლოდ სეზონურად იქნება საჭირო.
რაც შეეხება ელპორტალს, ძალიან კარგი იქნება თუკი ერთ სივრცეში იქნება ეს ყველაფერი და მ.შ. 112, ჯანდაცვის სამინისტრო და ყველა კომპანია თავის სასურველ ინფორმაციას მიიღებს და გაანალიზებს.
ჩემი აზრით, კარგი იქნება თუკი საინფორმაციო ჯგუფთან ჩვენც ვითანამშრომლებთ.
ასევე, კარგი იქნება, თუკი 112-ის პროტოკოლს გადავხედავთ, მათთან ერთად.
მგონი, რომ კარგად თუკი იმართა ეს ახალი სტრუქტურა, გაუმჯობესდება ონლაინ კლინიკების მდგომარეობა და შესაბამისად, ხარისხი.
დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის. 
პატივისცემით, 
ირინე ქაროსანიძე