| From : | Eka Koberidze <ekoberidze@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Subject : | მკვლელი წერილი |
| Received On : | 02.10.2020 13:46 |
J
ქალბატონო ასმათ,
მოგახსენებთ სამინისტროში გაწერილ პროტოკოლს:
საქართველოს მთავრობის N262 დადგენილების შესაბამისად „საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობა/დიაგნოსტიკის მოთხოვნის შემთხვევაში, კომისიის მიერ განსახილველი დოკუმენტაცია ეგზავნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის ადა სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი დარგის ექსპერტს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობის აუცილებლობის თაობაზე დასკვნისთვის“ , ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტთა შესახებ მინისტრის N257/ო ბრძანების შესაბამისად სამინისტროს ექსპერტის ფუნქცია -მოვალეობებში გაწერილია სამინისტროს მიმართვის საფუძველზე მოქალაქისთვის კონსულტაციის ჩატარება და სამედიცინო დოკუმენტაციის რეცენზირება. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მიზნით ექსპერტებთან გაგზავნილი მოქალაქეების სამედიცინო დოკუმენტაცია შესაძლოა შემთხვევით აღმოჩნდეს მათთვის ნაცნობი პაციენტი. იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროდან გაგზავნილი დოკუმენტაცია ექსპერტისტვის არ არის საკმარისი დასკვნის დასაწერად მას შეუძლია მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, დაიბაროს კონსულტაციაზე პაციენტი ან პაციენტის პატრონს მოსთხოვოს დოკუმენტაციის წარდგენა (ამ მეთოდს მიმართვას ბევრი ექსპერტი) . ელექტრონული მიმოწერა არ გამორიცხავს პაციენტის დაბარებას კონსულტაციაზე.