| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Besarion Simonishvili <be.simonishvili@idp.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | მთავრობის სხდომა და მასალები |
| Cc : | Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge> |
| Received On : | 08.07.2020 06:23 |
| Attachments : |
მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე, კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ მთავრობის სხდომა გაიმართება
ხუთშაბათს, 9 ივლისს - 11:00 საათზე.
გიგზავნით ინფორმაციას სამთავრობო საკითხებთან დაკავშირებით:
,,სამუშაოს
მაძიებელთა
პროფესიული
მომზადების,
პროფესიული
გადამზადებისა
და
კვალიფიკაციის
ამაღლების
სახელმწიფო
პროგრამის
დამტკიცების
შესახებ‘‘
საქართველოს
მთავრობის
დადგენილების
პროექტი (აღნიშნული პროგრამა გაჩერებული იყო კორონავირუსის გამო).
ა) სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობა (გარკვეული საქონლის ბეჭდვასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა);
ბ) ,,2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N674 დადგენილებაში ცვლილება (ცხელებისა და რესპირატორული ნიშნების, ან ექიმის გადაწყვეტილებით მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტებისთვის, გამარტივებული ტრიაჟის საფუძველზე, დიაგნოსტიკის (მ.შ. PCR და სწრაფი/მარტივი მეთოდით ტესტირების) ამბულატორიულად ჩატარება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ სოლიდარობის კვლევაში გათვალისწინებული მედიკამენტების ლოჯისტიკა, საკარანტინე სივრცეების კოორდინაციას ემატება რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი და სხვ.“;
გ) სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემა (სადეზინფექციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა);
დ) სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის გაცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (დევნილთა განსახლების ობიექტებში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობის მომსახურების (CPV კოდი 90400000) სახელმწიფო შესყიდვა).
ა) სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტის - ,,ინტეგრირებული მომსახურება ძალადობის მსხვერპლი
ბავშვებისათვის“ მოწონების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს
(შეიქმნება მრავალდისციპლინარული დახმარების სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის ინტეგრირებული,
„ერთფანჯრიანი“ დახმარების გაწევას) -
აკლია ფინანსები და იუსტიცია
ბ) ,,2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N674 დადგენილებაში ცვლილება
(სოფლის ექიმების/ექთნების ანაზღაურება) - აკლია ფინანსები და იუსტიცია.
შენიშვნა: როგორც იცით მთავრობის სხდომაზე განსახილველი მასალები მუმდივად იცვლება. შესაბამისად, მომზადება-გადამზადების პროგრამასთან დაკავშირებით თუ რაიმე შეიცვლება გეცნობებათ დამატებით.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე
Sincerely,