| From : | Anzor tchavtchavadze <atchavtchavadze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Alisa Tsuladze <atsuladze@moh.gov.ge>; Nia Khachidze <nkhachidze@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge> |
| Subject : | კოხლეარული იმპლანტის პროგრამა. |
| Received On : | 19.08.2020 12:01 |
| Attachments : |
კოხლეარული იმპლანტის პროგრამა
მოძიებული ინფორმაცია
1) საქართველოში ოპერაციებს ამ მიმართულებით აკეთებს მხოლოდ შოთა ჯაფარიძე, მასთან კომუნიკაციის შემდეგ გაირკვა რომ მის ორ ასისტენტს აქვს შესაბამისი სერთიფიკატი და ბატონი შოთას აზრით შეუძლიათ თვითონ ჩაატარონ ოპერაციები, დამოუკიდებლად. (თუმცა ქალბატონი თამარის ინფორმაციით თავად შოთაც კი ვერ ატარებს ამ ოპერაციას და უცხოეთიდან ჩამოჰყავს ქირურგი) ოპერაციის ღირებულებაა 4000 ლარი.
2) ერთი იმპლანტის ღირებულებაა 40 000 ლარი, თუმცა პროექტი არის შარშან დაწერილი რის შემდეგაც დოლარის კურსი გაიზარდა და შესაძლოა აღარ ეყოს მომავალში. პროგრამის ფარგლებში ხდება med-el ის ფირმის იმპლანტის Sonnet – ის მოდელების შეძენა, ავსტრიიდან.
3) პროგრამაში შედის პოსტ ოპერაციული რეაბილიტაციის (აპარატის მორგება კალირბაცია) ღირებულება და გასნაზღვრულია 4500 ლარით. ~
4) პროგრამაში შედის პოსტოპერაციული ლოგოპედი სმომსახურება და ერთ პაციენტზე გათვლილი ა3500 ლარით, აღსანიშნავია რომ ამ სერვისით სარგებლობა შეუძლიათ იმ ადამიანებსაც ვინც თვითონ პროგრამისგან დამოუკიდებლად შეიძინეს იმპლანტი და ჩაიტარეს ოპერაცია.
5) პროგრამის ბენეფიციარობა ამ ეტაპზე შეუძლია ნებსიმიერი ასაკის პირს ექიმის მიმართვის საფუძველზე, ექპსერტებტაბი საუბრებში აღნიშნავენ რომ 6 წელზე უფროსი პაციენტების ჩართვა პროგრამაში ნაკლებ ეფექტურია, რადგან მათ მეტყველების უნარი არ აღუდგებათ.
6) კოხლეარული იმპლანტი შედგება ორი ნაწილისგნ იმპლანტირებული ნაწილი და პროცესორი რომელიც გარედან უკავშირდება იმპლანტს, იმპლანტს აქვს სამუდამო გარანტია ხოლო პროცესორს მხოლოდ სამი წელი. გადასაწყვეტია საგარანტიო პერიოდის დასრულების შემდგ დაზიანებული პროცესორის შეკეთებისა ან ახლის შეძენის პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თუ არა პროგრამამ.
პროგრამასთან დაკავშირებული სირთულეები
1) მოუწესრიგებელი მომლოდინეთა სია, ამეტაპზე პროგრამის მომლოდინეტა სიაში არის 150 ადამიანამდე, არ არის რაიმე პრიცნიპით დაჯგუფებული და ისიც კი არ არის გარკვეული ამ ადამიანებიდან ყველას ჭირდება თუ არა დაფინანსება (როგორც მე მითხრეს შესაძლებელია ამ სიიდან ვიღაცეებმა სხვადასხვა წყაროთი უკვე შეიძინეს იმპლანტი), ასევე თუ მივიღებთ გადაწყვეტილებას რომ 6 წელზე მაღლა ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს არ ვიციტ რამდენად შემცირდება ეს სია.
2) აქამდე იმპლანტების შეძენის ტენდერში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ერთი კომპანია რომელიც პირდაპირ ასოცირებულია ბატონ შოთა ჯაფარიძესთან და მის გუნდთან რაც წარმოადგენს ინტერესთა კომფლიქტს და პროგრამის გაუმჭვირვალე მუშაობას.
3) საქართველოში ოპერაციებს აკეთებს მხოლოდ ერთი დაწესებულება რაც ასევე საფრთხეა პროგრამის განგრძობითობისათვის.
4) ამ ეტაპზე საქართველოში უკვე არის ჩამოსული 14 იმპლანტი საიდანაც 5-ს გაუვიდა ვადა ისე რომ არ ჩატარდა ოპერაცია, გასარკვევია ამ იმპლანტების ბედი და მიზეზი თუ რატომ არ ჩატარდა ეს ოპერაციები.
შემდეგი ნაბიჯები
1) დაგეგმილია შეხვედრა სოთა ჯაფარიძესთან და მის გუნდთა, ამისათვის ველოდებიტ შოთა ჯაფარიძის ქალაქში დაბრუნებას და სამინისტროს წარმომადგენლების ადგილზე ყოფნასაც, სავარაოდოდ შეხვედრა ჩაინისნება თვის ბოლოს. შეხვედრის ფარგლებში პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ შეკითხვებს.
a. ნამდვილად დამოუკიდებლად ტარდება თუ არა ოპერაციები საქართველოში თუ საჭიროა უცხოელი ექპსერტების ჩამოსვლა.
b. რატომ არის ამ ეტაპზე ვადაგასული იმპლანტები ? რა ბედი ეწევა მათ ? როდის მოხდება დანარჩენი ოპერაციების ჩატარება?
c. შევათანხმოთ პროგრამიდან 6 წელზე მაღლა მყოფი ბენეფიციარების ამოღება.
2) უნდა მოვიწვიოთ ექსპერტთა კვრება, ამ ექსპერტების 90 პროცენტი ასოცირებულია ბატონ შოთა ჯაფარიძესთან
a. შევათანხმოთ პროგრამიდან 6 წელზე მაღლა მყოფი ბენეფიციარების ამოღება.
b. განვიხილოთ პროგრამასტან დაკავშირებული პრობლემები.
იურიდიულად პროგრამის გადმოტანა ცვენთან სირთუყლეს არ წარმოადგენს და შესაძლებელია იმავე პრინციპით იყოს როგორც დეფიბრილატორი, მაგრამ განხორციელების მხრივ არის ხარვეზები და ამის გადასაწყვეტად საჭიროა გაფართოებული შეხვედრის მოწყობა პროექტში აქამდე ჩართული პირები, სოციალური დაცვისპოლიტიკის სამმართველოს დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე „ტრეფიკინგის“ ცენტრის წარმომადგენლები (რომლებიც აქამდე ანხორციელებდნენ სიის მენეჯმენტს)
ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველო
პოლიტიკის დეპარტამენტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
+995 591 50 49 45
+995 32 2 51 00 38